მეტეოროიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მეტეორები: მცირე ესთეტიური რედაქტირება
No edit summary
ხაზი 11:
{{მთავარი|მეტეორი}}
 
==== '''მეტეორის განმარტება ''' ====
ციური წარმოშობის მცირე ზომის ობიეტი რომლიც შედის დედამიწის ატმოსფეროში და იწყებს ნათებას. სიტყვა '''მეტეორი''', წარმოქმნილია ბენძნული სიტყვისგან '''მეტეოროს''' (μετέωρος), რაც ქართულ თარგმანში "ციურს" ნიშნავავს. ამ სიტყვით აღნიშნავენ კაშკაშა ობიექტს რომელიც უეცრად ჩნდება ღამის ცაზე, გარკვეულ კუთხურ მანძილს გადის და უკვალოდ ქრება.
 
==== '''უნივერსალური განმარტებაა''' ====
ციური რაწმოშობის მცირე ზომის ობიექტი რომელიც შედის სხვა, როგორც წესი გაცილებით უფრო დიდი, ციური ობიექტის ატმოსფეროსი, და იწყებს კაშკაშა ნათებას და წვავს.
 
==== '''გავრცელებული შეცდომა ''' ====
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მიღებული სიტყვა-შეთანხმება "ვარსკვლავის მოწყვეტა" ტექნიკურად და ფიზიკურად უაღრესად დამაბნეველი ტერმინია. მეტეორის გაელვებას, [[ვარსკვლავი|ვარსკვლავთან]], მხოლოდ მოჩვენებითი მსგავსება აქვს, და არა რეალური. არ უნდა გვეგონოს რომ მეტეორს და [[ვარსკვლავი]] რაიმე რეალური კავშირი აქვთ
 
==== '''მოვლლენის ფიზიკური არსი''' ====
მეტეორის ნათება უკავშირდება მის შემოსვლას ატმოსფეროს შიდა ფენებში. იმის და მიუხედავად, რომ დიდ სიმაღლეზე ჰაერი გაუხშოვებულია, კოსმოსიდან შემოჭრილ სხეულს იმდენად დიდი სიჩარე აქვს, რომ მაგალითად დედამიწის შემთხვევაში 85კმ სიმაღლეზე, მოლეკულებთან ურთიერთქმედების გამო, ვარდნილი სხეული ძლიერად ცხელდება და იწყებს კაშკაშა ნათებას. ამ გზით გაცხელებულ და განათებულ სხეულს უწოდებენ მეტეორს. 50კმ სიმაღლეზე მეტეორების უმრავლესობა ბოლომდე ჩაიწვება <ref>http://georgianscience.blogspot.com/2016/09/blog-post.html</ref>, <ref>http://georgianscience.blogspot.com/2015/04/blog-post.html</ref>.
 
==== '''მეტეორის სიჩქარე''' ====
დედამიწის ატმოსფეროში შემავალი მეტეორების (კოსმოსური წარმოშობის ვარდნილი სხეულის) ტიპიური სიჩქარე შეადგენდეს 10 კმ/წმ - 70 კმ/წმ (10 000 მ/წმ - 70 000 მ/წმ). შედარებისათვის: ოლიმპიური სპრინტერი სადღაც 10 მ/წმ სიჩქარით დარბის; ფორმულა ერთის ბოლიდის სიჩარის რეკორდია 115 მ/წმ; ჰაერში აკუსტიკური ბგერის გავრცელების სიჩქარეა 340 მ/წმ (ნომრალური ატმოსფერულ იპირობების შემთხვევაში); ხოლო ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის (სრ-71 "შაშვი" SR-71 Blackbird<ref>https://en.wikipedia.org/wiki/Lockheed_SR-71_Blackbird</ref>) სიჩქარის რეკორდია 980 მ/წმ <ref>https://en.wikipedia.org/wiki/Flight_airspeed_record</ref>.
 
==== '''მეტეორის წვის მიზეზი''' ====
ატმოსფეროში, დიდ სიჩქარეზე შემოჭრილი სხეული, ურთიერთქმედებს აირის მოლეკულებთან, რაც იწვევს გაცხელებას. ხშირად გაცხელების მიზეზად სახელდება ხახუნი, მაგრამ ტექნიკურად ეს არ შეესაბამება სიმართლეს და გამოწვეულია მცდარი ანალოგიით. მართალია ორი მყარი სხეულის ერთმანის ხახუნის დროს გაცხელდება მაგრამ ჰაერი, დიდ სიმაღლეებზე უაღრესად გაუხშოებულია, ამიტომ მხოლოდ ხახუნს არ შეუძლია მეტეორის ანთება. რეალური მიზეზი შემდეგშია, მეტეორის სიჩარე, ბევრად აღემატება ატმოსფეროს მოლეკულების სიჩქარეს (სულ მცირედ 30-ჯერ, ზოგჯერ შემთხვევებში კი 200-ჯერაც კი). ამის გამო მოლეკულები რომლებსაც ეჯახება მეტეორი, ვერ ასწრებენ დროულად გაქწევას (ისე როგორც ეს დაბალ სიჩარეებსზე ხდება). მოლეკულები ჭარბი რაოდენობიდ გროვდებიან მეტეორის წინ. მათ ემატება ახალი მოლეკულები. მეტეორის წინ ჩნდება '''შეკუმშული აირის ბალიში''' (ე.წ. '''დარტყმითი კონუსი'''), რომელიც ატმოსფეროს დაბალ ფენებში ჩასვლისას სულ უფრო და უფრო სქელდება და ცხელდება. შეკუმშვით გაცხელებული აირი მეტეორს გვერდს უვლის მაგრამ მის ადგილს ახალი იკავებს. შემკვრივებული ჰაერის "დარტყმითი ბალიში" აცხელებს მეტეორს ტემპერატურამდე, რომელებზეც ლითონი იწყებს ნათებას, ლღობას და დუღილს. მეტეორის ზედაპირი სწრაფად ორთქლდება და მხოლოდ იშვიათი მეტეორი ეხება დედამიწის ზედაპირს. იმისთვის რომ ატმოსფეროში შემავალი კოსმოსური ხომალდი მეტეორივით არ ჩაიწვას ხომალდების დასაჯდომ მოდულებს წინა მხარეს უკეთებენ ე.წ. თერმულ ფარს. მოდულებს როგორც წესი აქვთ სპეციფიური ფორმა, რომელიც ვარდნილი მეტეორების ფორმით არის შთაგონებული.
 
ხაზი 37:
{{მთავარი|მეტეორიტი}}
 
==== '''მეტეორიტის განმარტება''' ====
მეტეორი რომელიც შეეხო პლანეტის (ან სხვა ციური სხეულის) ზედაპირს ხდება '''მეტეორიტი.''' როგორც წესი, ეს შეხება, კატასტროფულ და დამაზიანებელ ეფექტს ატარებს და ენერგიის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან არის დაკავშირებული.[[ფაილი:Meteoroid_track_through_aerogel_from_EURECA_mission.jpg|მინი|მეტეოროიდები აეროგელში; მეტეოროიდის დიამეტრია 10 მკმ, ხოლო აოროგელში დატოვებული კვალი 1.5 მმ.]]
 
==== '''მეტეორიტის წარმოქმნის აუცილებელი პირობები''' ====
კოსმოსური სხეული დედამიწის ზედაპირზე დაცემა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვარდნილი სხეულის გვარობაზე (შემადგენლობაზე), მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ქვის და ლითონის მეტეოროიდებით მაშინ ამოცანა შედარებით გამარტივდება და დაიყვანება ვარდნილი სხეულის სიჩქარესა და ზომაზე. დედამიწაზე დასავარდნად არ არის საკმარისი სხეულის ზომა, თიმცა თუ მეტეორიტი საკმარისად დიდია ის ვერ მოასწრებს ატმოსფეროში ბოლომდე დაწვას და ზედაპირს შეეხება. დედამიწის ზედაპირს აღწევენ ის მსუბუქი მეტეორიტებიც, რომლებიც მცირე წონისა და ჰაერის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, სწრაფად კარგავენ საწყის სიჩქარეს. თუკი მათი მოძრაობა საკმარისად შენელდება, ისინი შეწყვეტენ წვას და კაშკაშა ნათებას და შედარებით შეუმჩნევლად გააგრძელებენ დედამიწის ზედაპირისკენ ვარდნას. მაგრამ ასეთი შენელებული მეტეორიტის სიჩქარე მაინც დიდია. დაცემისას ამგვარ ობიექტს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია (მაგ. 1825 წელს ინდოეთში დაფიქსირდა ადამიანის, მეტეორიტით სიკვდილის ფაქტი. მეტეორიტმა არა მარტო მოკლა ადამიანი, არამედ მეტეორის დაცემით წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ  მეზობელ შენობებში შუშებიც ჩალეწა)<ref>https://www.bbc.com/news/world-asia-india-35529752</ref>.
 
==== '''მეტეორების დაშლა ატმოსფეროში''' ====
გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ მეტეორის დიდი ზომები აფერხებენ მის გარდაქმნას მეტეორიტად. საწყისად დიდი მეტეორები ხშირად ვერ უძლებენ ატმოსფეროში წარმოქმნილი დარწყმითი „ბალიშის“ ზემოქმედებას და უფრო მცირე ფრაგმენტებად იშლებიან.
 
==== '''მეტეორების ასხლეტის მოვლენა''' ====
დედამიწის მიმართ [[მხები]] ტრაექტორიის მქონე [[მეტეორი]] ატმოსფერომ საერთოდაც შეიძლება ისევ კოსმოსში აისხლიტოს, ეს ფაქტიც მეტეორის მიერ წარმოქმნილი დარტყმითი „ბალიშით“ იქნება გამოწვეული.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტეოროიდი“-დან