სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] რუსეთის იმპერიის დამარცხების, [[ოქტომბრის რევოლუცია|ბოლშევიკური გადატრიალებისა]] და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|რუსეთში სამოქალაქო ომის]] დაწყების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ერებმა [[1918]] წელს სცადეს შეექმნათ ერთობლივი [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. ახლადშექმნილი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა [[აკაკი ჩხენკელი|აკაკი ჩხენკელმა]] დაიკავა. თუმცა რესპუბლიკა ქართველებს, სომხებსა და [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელებს]] შორის არსებული განსხვავებული საგარეო პოლიტიკური შეხედულებების გამო სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]</ref>. 1918 წლის [[26 მაისი|26 მაისს]] საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა<ref>[https://www.president.gov.ge/ka-GE/saqartvelo/damoukideblobis-aqti.aspx 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი]</ref>, ორი დღის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომხეთმაც<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]</ref>. 1918 წლის გაზაფხულზე წამოწყებული ოსმალეთის სამხედრო კამპანიის შედეგად როგორც საქართველომ ისე სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს, კერძოდ ოსმალეთმა 1918 წლის 4 ივნისის [[ბათუმის ხელშეკრულება (1918)|ბათუმის ხელშეკრულებით]], საქართველოს ჩამოაჭრა [[ბათუმის ოლქი]], არტანისა და ოლთისის ოკრუგები, ახალქალაქის მაზრა და ახალციხის მაზრის დიდი ნაწილი<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf იქვე]</ref>. დამოუკიდებელ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] მხარდამჭერად [[გერმანიის იმპერია]] მოევლინა<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf იქვე]</ref>, რომელმაც ახლადშექმნილ რესპუბლიკას მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140424/1/Chemi_Misia_Kavkasiashi.pdf ჩემი მისია კავკასიაში]</ref>. [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკა]] კი 4 ივნისის საზავო ხელშეკრულებით კარგავდა საერთო საზღვარს საქართველოსთან და მის შემადგენლობაში მხოლოდ ერევნის გუბერნიის მცირე ნაწილი რჩებოდა<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>.
 
ბათუმის საზავო ხელშეკრულებით ოკუპირებული ტერიტორიის გარდა ოსმალეთმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვა დროებით დაეთმო მისთვის ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანი იმ მიზნით რომ დაუბრკოლებელი და უშუალო კავშირი დაემყარებინა [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა|აზერბაიჯანთან]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html იქვე]</ref>. 1918 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ოსმალეთის არმიამ დაიკავა მდ. [[ძორაგეტი|კამენკის]] (დღევანდელი მდ. [[ძორაგეტი]]) მარჯვენა სანაპირო ხაზი, კერძოდ სოფლები: ნოვო-პოკროვკა, [[სტეფანავანი|ჯელალ–ოღლი]] (დღევანდელი ქალაქი [[სტეფანავანი]]), ნიკოლაევკა, [[გარგარი (სომხეთი)|გერგერი]], [[ვარდაბლური (ლორე)|ვარდაბლური]], [[კურთანი]], დარაქენდი და შემდეგ ხაზი ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზების ალექსანდროვკის მონაკვეთის 117-ე ვერსის ხიდიდან სადგურებს ქობერსა და [[ძორაგეტი (სოფელი)|კალაგერანს]] შორის, სოფელ [[მარცი (ლორე)|მარცამდე]] და [[ლორუტი|ლორუტამდე]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html იქვე]</ref>. ლორეს მონაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილის შენარჩუნება საქართველომ შეძლო [[ბუნდესვერი|გერმანიისა]] და [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|საქართველოს სამხედრო ნაწილების]] ერთობლივი მოქმედებით, რის შედეგადაც ოსმალთა მცდელობა დაეკავებინათ მეტი ტერიტორია აღიკვეთა მდ.კამენკასთან და [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] მომხდარი შეტაკებების შემდეგ<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)]</ref>. ქართული და გერმანული ნაწილები ახალ თავდაცვით ხაზზე განლაგდნენ, რომლის მდებარეობა იყო სოფლები: [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკა]] (დღევანდელი ქალაქი [[ტაშირი (ქალაქი)|ტაშირი]]), ალექსანდროვკა, აიდარბეგი, [[მღართი]], ქობერის გასაყარი, [[ქარინჯი]] და [[წათერი]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]] გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისიის მეთაური, გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი ამ შეტაკებების შესახებ წერდა: ''"ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა."''<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140424/1/Chemi_Misia_Kavkasiashi.pdf ჩემი მისია კავკასიაში]</ref>.
 
===ოქტომბრის შეტაკებები===