სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ビーから始まるのに暫定エーはおかしいだろ-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Giorgi Mechurchle-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 88:
14 დეკემბერს გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა სადგური ალავერდი და [[სადახლო|სადახლოს]] მიმართულებით დაეხია უკან. სომეხთა მასირებული შეტევების, რიცხობრივი უპირატესობით განპირობებული ფლანგური გარეშემოვლებისა და ზურგში ადგილობრივი სომხური ბანდების აქტიური ქმედებების გამო მცირერიცხოვან ქართულ ძალებს სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სერიოზული დანაკარგებით მოუწიათ უკანდახევა. 14-15 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ გენერალმა წულუკიძემ, მისმა შტაბმა და ქართველ სამხედროთა ნაწილმა გაიკვლია გზა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და 15 დეკემბრის 20 საათისთვის მიაღწია სადგურ სადახლოს. უკან დახევისას გენერლისა და მისი რაზმის დაფარვის ოპერაციას ახორციელებდა პრაპორშიკ კანდელაკის ოცეული.
[[ფაილი:Ironclad_Train_of_Georgian_Democratic_Republic.jpg|მინი||282x282px|საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელი]]
ალავერდსა და სანაინში ბლოკირებულ ქართველთა ძირითად ნაწილებს ასევე სასტიკი ბრძოლებით მოუწიათ გაეკაფათ გზა სადახლოსკენ, მათ ჯერ სადგურ [[ახპატი|ახპატს]] მიაღწიეს სადაც სომეხთა მასირებული შეტევის ქვეშ მოექცნენ, რომელთაც წინასწარ მომზადებული ხელსაყრელი პოზიციებიდან მიიტანეს იერიში ქართველებზე. ახპატიდან კი ქართულმა შენაერთებმა სადგურ [[ახტალა (სომხეთი)|ახტალის]] მიმართულებით დაიხიეს სადაც V პოლკის ცალკეული ქვედანაყოფები იყვნენ გამაგრებული. 15-17 დეკემბერს ახტალასთან სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ქართველებსა და სომხებს შორის, სადგურზე თავი მოიყარეს ქართულმა რაზმებმა და სამოქალაქო პირებმა. მცირერიცხოვანმა ქართველმა სამხედროებმა მოახერხეს სამი დღის განმავლობაში შეეჩერებინათ სომეხთა წინსვლა ახტალასთან. თუმცა 16 დეკემბერს სომხეთის არმიის IV პოლკმა პოდპოლკოვნიკ ალექსანდრ კოროლკოვის მეთაურობით ფლანგიდან შემოურა ქართულ ნაწილებს და დაიკავა სადგური [[აირუმი]]. აქ ქართველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს: დაღუპულების, დაჭრილებისა და ტყვედ ჩავარდნილების რაოდენობა ჯამში 500300 სამხედროს აღწევდა, ამის მიზეზი გახდა ლორეში გააფთრებულ ბრძოლებში ჩართული ქართული ძალების დასახმარებლად პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით გაგზავნილი პოლკის ყოველგვარი წინასწარი დაზვერვის გარეშე მდ.[[დებედა|დებედის]] ვიწრო ხეობაში შესვლა აირუმის მიდამოებთან, რომლის ოპერატიულ კონტროლს უკვე სომხური მხარე ახორციელებდა და მომზადებული დახვდა ქართველთა ხეობაში შესვლას. 17 დეკემბერს [[ქართველები|ქართველებმა]] ახტალიდან აირუმის გავლით ბრძოლით გაიკვლიეს გზა და ჩავიდნენ სადახლოში. სანაინიდან და ალავერდიდან სადახლოსკენ პრაქტიკულად უწყვეტი ბრძოლებით უკან დახევისას ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, დაიღუპა ათობით სამხედრო მოსამსახურე, ასევე დიდი იყო დანაკლისი დაჭრილებისა სახით, ტყვედ ჩავარდა 100-მდე სამხედრო. საგრძნობი იყო დანაკარგი ტექნიკის მხრივაც, მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა 2 ჯავშანმატარებელი, ასევე სომხებს ხელში ჩაუვარდათ 2 საველე ქვემეხი და 25 ტყვიამფრქვევი. განუწყვეტელ ბრძოლებში მნიშვნელოვანი დანაკარგი მიადგა სომხურ მხარესაც, ათობით დაღუპულისა და დაჭრილის სახით.
 
სანაინი-ალავერდის მიმართულებით შეტევის დაწყებასთან ერთად, [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის]] სარდლობამ საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო ვორონცოვკა-პრივოლნოეს მიმართულებითაც. როგორც ზევით აღინიშნა სანაინი-ალავერდის ზონის მსგავსად, აქაც მეტად მცირერიცხოვანი ქართული ძალები იყვნენ განლაგებული, რაზმის მეთაურის გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილის განკარგულებაში მხოლოდ 300 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. 4 დეკემბერს სომხეთის არმიის ნაწილებმა გადალახეს მდ.[[ძორაგეტი|კამენკა]] და [[სტეფანავანი|ჯალალ-ოღლის]] ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლეებთან სანგრები გათხარეს. ამავდროულად ქართველთა ზურგში მოქმედება დაიწყეს ადგილობრივმა სომხურმა ბანდებმა, რომლებიც სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების მიხედვით მოქმედებდნენ. 12 დეკემბერს გენერალმა ციციშვილმა განიზრახა საკუთარი ძალებით აღეკვეთა სომხური ბანდების თარეში და აღედგინა მართლწესრიგი. ისე როგორც ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორ გიორგი წულუკიძეს, მასაც არ წარმოედგინა თუ რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდა საქმე, ციციშვილს ასევე არ ჰქონდა სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სიმძიმის ბრძოლები წარმოებდა სანაინი-ალავერდის მიდამოებში. ირონიას იწვევს ის ფაქტი, რომ 12 დეკემბერსაც კი, როდესაც სომხებს სრულმასშტაბიანი ომი ჰქონდათ გაჩაღებული საქართველოს წინააღმდეგ, გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილს მკაცრი მითითება მიუვიდა თბილისიდან დაეცვა საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვარი და არცერთ შემთხვევაში არ გადაელახა მდ.კამენკა. იმავე დღეს დედაქალაქიდან მიღებული ბრძანების საფუძველზე სახალხო გვარდიის დაარსებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად, ვორონცოვკიდან თბილისში იქნა გაწვეული გვარდიის საარტილერიო დივიზიონის ქვედანაყოფები. მართალია 12 დეკებრისთვის [[ნოე ჟორდანია|ნოე ჟორდანიასა]] და მის კაბინეტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველო]] სომხეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინაშე იდგა, მაგრამ ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ თუ რა მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში იყვნენ ჩართული ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანში განლაგებული მცირერიცხოვანი ქართული ნაწილები სომხეთის არმიის ცალკეულ შენაერთებთან და სომეხ მეამბოხეებთან. ამდენად პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილება გაეწვია ვორონცოვკიდან სახალხო გვარდიის საარტილერიო ქვედანაყოფები, შეუძლებელია არ შეფასდეს როგორც სამხედრო დანაშაული და მოვლენების ეპიცენტრში განლაგებული ქართველი სამხედროების დასაღუპავად გაწირვა. 13 დეკემბრის 22 საათზე სომხეთის არმიის II მსროლელი დივიზიის V პოლკმა ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად შეტევა მიიტანა ვორონცოვკა-პრივოლნოეში გამაგრებულ ქართულ შენაერთზე, თერთმეტსაათიანი გააფთრებული ბრძოლა 14 დეკემბრის დილას ქართველთა დამარცხებით დასრულდა. გენერალ ციციშვილის დაქვედებარებაში მყოფი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვის მიუხედავად, ისინი განწირული აღმოჩნდნენ რიცხობრივად და შეიარაღების მხრივ მრავალჯერ აღმატებულ მტერთან ბრძოლაში. 13-14 დეკემბერს [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკა]]-[[პრივოლნოე (სომხეთი)|პრივოლნოეს]] ბრძოლაში ქართული მხარის დანაკარგმა დაღუპულების, დაჭრილებისა და დატყვევებულების სახით 100 სამხედრო შეადგინა, მათ შორის იყო 3 ოფიცერი.