ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.151.44-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა დეკანოზი ილია ჭიღლაძე-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 28:
[[VI საუკუნე|VI საუკუნის]] I ნახევარში, [[ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის ეკლესიიდან]] [[ქრისტიანობა|ქრისტიანული სარწმუნოების]] განსამტკიცებლად ქართლში [[ცამეტი ასურელი მამა]] შემოვიდა. ასურელ მამათა შორის ერთ-ერთმა, მამა [[დავით გარეჯელი|დავითმა]] სამოღვაწეოდ [[თბილისი]] აირჩია. თავის მოწაფესთან, ბერ [[ლუკიანე]]სთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო. მამა დავითი ხუთშაბათობით თბილისში ქრისტიანულ სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოდიოდა.
 
ქრისტიანობის მტრები [[საშო|]] [[ზოროასტრიზმი|მაზდეანები]] ხედავდნენ, რომ მამა დავითი ხალხში დიდ სიყვარულს იხვეჭდა და ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობდნენ შეებღალათ მისი სახელი. მათ მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც მორიგი ქადაგების დროს, სახალხოდ, სიძვის ცოდვაში დასდო მამა დავითს ბრალი.
 
თქმულება გადმოგვცემს, რომ მამა დავითმა აიღო თავისი კვერთხი, შეახო ორსულის მუცელს და ხმამაღლა იკითხა — თქვი, ვინ არის შენი მამა? ყველასთვის მოულოდნელად ქალის მუცლიდან მოისმა ხმა — მამა მჭედელიაო.