ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.151.44-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა დეკანოზი ილია ჭიღლაძე-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 40:
 
===მეორე ეკლესია===
XVIII საუკუნის შუა წლებში ეკლესია უკვე ვეღარ იტევდა მრევლს და მისი წინამძღვრის, დეკანოზ ფილიპე მაკარიძე-არჯევანიძის ლოცვა-კურთხევით და მისი სულიერი შვილის, დიდი ქართველი თავადის [[გივი ამილახვარი]]ს მატერიალური ხელშეწყობით წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის გვერდით ახალი ეკლესიის აგება გადაწყდა. თბილელ მიტროპოლიტ [[ქრისტეფორე თბილელი|ქრისტეფორე თუმანიშვილი]]ს [[1753]] წლის სიგელის მიხედვით “ამილახორმა გივმა თავის სადღეგრძელოთ და სასულიეროდ დიდის გულსმოდგინებითა და საფასეთა წარგებითა დაშვრა და შენი წმინდა ეკლესია საძირკვლით ახლად აღაშენა, გალავანი შემოავლო, განავრცელა და შეამკო”,.
 
ეკლესია მთლიანად ქართული კვადრატული აგურით იყო ნაგები, კედლებში სიმაგრისთვის ჩადგმული იყო ოთხკუთხედად გათლილი მუხის მორები. იატაკი აგურის ჰქონდა, გადახურვა – კრამიტის. ტრაპეზი მთლიანი ქვისგან იყო გამოთლილი, ხოლო კანკელი ხისგან იყო დამზადებული. ხატები — ტილოზე ზეთის საღებავებით დაწერილი. ტაძარში ორი შესასვლელი კარი ჰქონდა, ერთი - დასავლეთ ნახევარწრის შუაში და მეორე — იქ სადაც ეს წრე უერთდებოდა სამხრეთის ნახევარწრეს.
ხაზი 46:
გივი ამილახვარმა ტაძარს ორი ზარი შესწირა ერთნაირი წარწერებით: „ქ. შემოგწირეთ ზარი ესე მთავარმოწამეს გიორგის ქაშოეთისასა ამირახორმან გივიმან, სულისა ჩუენისა სახსრათ. ქრისტეს აქეთ ჩღნგ (1753).“
 
ტაძრის დასავლეთის შვერილის კედლის თავზე დაშენებული იყო ოთხ ბოძზე დაყრდნობილი პატარა [[სამრეკლო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამრეკლო.]]
 
ქაშვეთის ტაძრის ყელის ძირსა და სახურავს შორის განთავსებული იყო გვირაბ-გალერეა, რომელშიც სინათლე ტაძრის დიდი სარკმელების ზემოთ ოთხივე მხარეს გაჭრილი პატარა სარკმელებიდან შედიოდა. ეს გალერეა, რომელიც გარს უვლიდა გუმბათის ყელის ძირს, ომიანობის დროს თავშესაფრის როლს ასრულებდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, უბინაოდ დარჩენილ მომლოცველებს იფარებდა. გალერეა-გვირაბის ჭერი ისეთი იყო, რომ ადამიანს თავისუფლად გაევლო, ამის გამო, ტაძრის სახურავს თითქმის არ ჰქონდა დაქანება, რაც კარგ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა მნახველზე.
ხაზი 81:
ამ კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის გადაკეთება და „დანიშნულების შესაფერისად“ მოწყობა.
 
ეგზარქოსმა [[ვარლაამ ერისთავი (ეგზარქოსი)|ვარლამ ერისთავმა]], [[1816]] წელს ქაშვეთის სამხრეთ კარს მიაშენა [[კარიბჭე]], რომლის ქტიტორული წარწერა დღევანდელი ტაძრის ქვემო ეკლესიის კარიბჭის მარჯვენა კედელშია ჩადგმული.
{{ციტირება|სადიდებლად ღვთისა, დროსა ს~რდ როსიის იმპერატორის ალექსანდრე პირველისა და ექსარხოსობას საქართველოს და იმერეთის სამღუდელოთა ზედა, მცხეთის მიტროპოლიტის და თბილისის, ვარლამ ქსნის ერისთავის დავითის ძისასა, აღშენდა კარიბჭე ესე წელსა ქ~ესით ჩყივ, ქორონიკონსა ფდ. (504).}}
 
ხაზი 136:
ახალი ტაძრის პროექტის შესრულება, დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ინიციატივით, ხუროთმოძღვარ ლეოპოლდ ბილფელდს დაევალა. არქიტექტორების კომისიამ ახალი ტაძრის გეგმა და საჭირო საბუთები შეადგინა და ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის წარუდგინა.
 
მარკოზ ტყემალაძემ დაიყოლია საქართველოს [[საშო|ეგზარქოსი]] ფლაბიანე გოროდეცკი, მშენებლობისთვის საჭირო თანხა სესხად აეღოთ რუსეთის ეკლესიის სინოდისგან, თუმცა მოულოდნელად ვითარება შეიცვალა – ეგზარქოსი ფლაბიანე საქართველოდან გადაიყვანეს, მაგრამ დეკანოზმა მარკოზ ტყემალაძემ ფარ-ხმალი არ დაყარა, ისარგებლა თბილისში რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის სამეურნეო ნაწილის დირექტორის ჩამოსვლით, რომელიც დახმარებას დაპირდა.
 
[[1902]] წელს დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე სიონის ტაძრის დეკანოზად გადაიყვანეს, ხოლო ქაშვეთის ტაძრის ახალ წინამძღვრად მამა ესტატე ელიევი (ელიაშვილი) დაინიშნა. საქართველოს ახალ ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) დაიწუნა ქაშვეთის ახალი ეკლესიის გეგმა.
ხაზი 150:
ქაშვეთის დღევანდელი, ანუ მესამე ეკლესიის საძირკვლის ამოღება 1904 წელს დაიწყო. საყრდენის ძებნამ მიწის გათხრა საკმაოდ ღრმად მოითხოვა, რამაც პროექტის შეცვლა გამოიწვია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორსართულიანი ეკლესია აშენებულიყო, ერთი - ღრმა საძირკვლის ხარჯზე, ხოლო მეორე, ბილფელდის პროექტით გათვალისწინებული, სამთავისის ეკლესიის ანალოგი, პირველის თავზე.
 
მშენებლობა მიმდინარეობდა 1904-1910 [[ასო (ორგანო)|წლებშ]]<nowiki/>იწლებში, პირველ სართულზე მდებარე ეკლესია 1909 წლის 1 აპრილს, სულიწმიდის სახელობაზე აკურთხა ეპისკოპოსმა გრიგოლ ვახნინმა, ამ ეკლესიაში დროებითი ეკლესიიდან გადმოიტანეს კანკელი, ტრაპეზი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები, ხოლო, დროებითი ტაძარი დაშალეს.
კალისტრატე ცინცაძის ცნობით, 1919 წელს ქვაშვეთის ქვემო ეკლესიაში დადგმული კანკელი გადაეცა სოფელ ოძისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას, მის ნაცვლად დაიდგა „… სასახლის მოშლილი ეკლესიის კანკელი, რომლის კორპუსიცა და ხატებიც დამზადებულია მხატვრის გრიგოლ გაგარინის მიერ. კორპუსი გაკეთებულია ქართული ხელოვნების ნაშთთა მიხედვით ალებასტრისაგან: ალაგ-ალაგ მოვარაყებულია, ალაგ-ალაგ კი მუქი საღებავით არის შეღებილი. ვინაიდან ადგილი არ გვაძლევდა საშუალებას, კანკელს, სამწუხაროდ, ჩამოვაშორეთ ორი ხატი აქეთიქით – და სერობა: ხატები მოთავსებულია ქვემო საკურთხეველში, სერობა კი (სიუჟეტი მეტად თავისებურად არის გადმოცემული) ზემო ეკლესიაში.”