ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 136:
ახალი ტაძრის პროექტის შესრულება, დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ინიციატივით, ხუროთმოძღვარ ლეოპოლდ ბილფელდს დაევალა. არქიტექტორების კომისიამ ახალი ტაძრის გეგმა და საჭირო საბუთები შეადგინა და ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის წარუდგინა.
 
მარკოზ ტყემალაძემ დაიყოლია საქართველოს [[საშო|ეგზარქოსი]] ფლაბიანე გოროდეცკი, მშენებლობისთვის საჭირო თანხა სესხად აეღოთ რუსეთის ეკლესიის სინოდისგან, თუმცა მოულოდნელად ვითარება შეიცვალა – ეგზარქოსი ფლაბიანე საქართველოდან გადაიყვანეს, მაგრამ დეკანოზმა მარკოზ ტყემალაძემ ფარ-ხმალი არ დაყარა, ისარგებლა თბილისში რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის სამეურნეო ნაწილის დირექტორის ჩამოსვლით, რომელიც დახმარებას დაპირდა.
 
[[1902]] წელს დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე სიონის ტაძრის დეკანოზად გადაიყვანეს, ხოლო ქაშვეთის ტაძრის ახალ წინამძღვრად მამა ესტატე ელიევი (ელიაშვილი) დაინიშნა. საქართველოს ახალ ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) დაიწუნა ქაშვეთის ახალი ეკლესიის გეგმა.