მეგობრები (ტელესერიალი): განსხვავება გადახედვებს შორის

== სიუჟეტი ==
{{სიუჟეტი}}
სერიალი ამ ექვსი მეგობრის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს: გათამამებული ”მამიკოს გოგო” რეიჩელ გრინი (ჯენიფერ ენისტონი), სისუფთავის მოყვარული მზარეული მონიკა გელერი (კორტნი კოქსი), მახვილი ენისა და გონებამახვილი ხუმრობების ავტორი, ოფის-მენეჯერი ჩენდლერ ბინგი (მეთიუ პერი), სექსზე შეყვარებული, მარტივი აზროვნების მქონე, უნიჭო მსახიობი ჯოჯოუი ტრიბიანი (მეტ ლებლანი), ცოლს გაშორებული პალეონტოლოგი როს გელერი (დევიდ შვიმერი) და მოჰიპო მასაჟისტი, მომღერალი ფიბი ბუფე (ლიზა კუდროუ).
 
სერიალის დასაწყისში რეიჩელი გამორბის საკუთარი ქორწილიდან და საცხოვრებლად გადადის სკოლის მეგობარ მონიკასთან. მათი ბინა ჩენდლერისა და ჯოს ბინის პირდაპირ მდებარეობს. ეს ოთხეული კი მეგობრობს მონიკას ძმა როსთან (რომელიც ცოტა ხნის წინ გაშორდა მეუღლეს, რომელიც, თავის მხრივ, ლესბოსელი აღმოჩნდა). სერიალის ძირითადი სიუჟეტი ვითარდება მონიკას, ჩენდლერისა და ჯოს ბინებში, ასევე ყავახანაში ”Central Perk” (”ცენტრალური ყავახანა”).
ანონიმური მომხმარებელი