ქობულეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.182.82-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 56:
ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია [[ქვის ხანა|ქვის ხანის]], ადრე [[ფეოდალიზმი|ფეოდალური]] და [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ძეგლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის ორი არქეოლოგიური ძეგლი ([[კინტრიში (ძეგლი)|ხუცუბნისა და ქობობულეთის არქეოლოგიური ძეგლები]]) და ერთი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი ([[ჩაისუბანი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ჩაისუბანი]]).
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ესაზღვრებოდა ეთის მხრივწარმოადგენდა ქვემო გურიას და მეორესშედიოდა მხრივ[[გურიის ბათუმსსამთავრო]]ში. XV-XVIII საუკუნეებში მუდმივი დავის საგანი იყო აქართველოსგურიის სამთავროსა და [[ოსმალეთის იმპერია]]ს შორის. 1774 წელს ის საბოლოოდ მიისაკუთრა ოსმალეთის იმპერიამ. საზღვარი მდინარე ცხრაფონაზე გაივლო. დაიწყო ამ მხარის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც ერთი საუკუნე გაგრძელდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ქმნიდა ჩურუქ-სუს ოლქს, რომელიზ [[ლაზისტანი]]ს სანჯაყში შედიოდა. რუსეთის იმპერიას ჩურუქ-სუს მიერთება შეეძლო 1829 წელს, მაგრამ [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის ხელშეკრულებაში]] დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო პირიქით, საზღვარმა უფრო ჩრდილოეთით გადაიწია და მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქზე]] გაიარა.<ref>''ნოზაძე ვ.'' „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989</ref>
 
1865 წლის მონაცემებით ჩურუქ-სუში 16 სოფელი შედიოდა, სადაც 17 [[მეჩეთი]] და ათი [[მედრესე]] იყო, ხოლო ცხოვრობდა 3592 ქართველი მუსლიმი და 538 [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირი]]. მოსახლეობა აწარმოებდა სიმინდსა და სამშენებლო ხე-ტყეს.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003825034#?page=399 Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 401]</ref> 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა თურქული გვარები, მაგრამ ახსოვდათ ქართული წარმომავლობა და იყენებდნენ ქართულ გვარებსაც<ref>''დიმიტრი ბაქრაძე'', „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 18-20 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref> მაგალითად: ბაჯელიძე, მეგრელიძე, თხილაიშვილი, ცეცხლაძე, ქობულეთის ძირძველი მოსახლება იყო.
 
ჩურუქ-სუს მითვისება რუსეთის იმპერიამ მოახერხა [[1878]] წელს, [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] შემდეგ. რუსეთმა ის [[ბათუმის ოლქი]]ს, [[ბათუმის ოკრუგი]]ს შემადგენლობაში შეიყვანა კინტრიშის უბნის სახით. 1930 წელს შეიქმნა ქობულეთის რაიონი.