უმნიშვნელო ნუგეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, replaced: Allmovie title → AllMovie სახელწოდება using AWB
No edit summary
 
ხაზი 3:
| სურათი = უმნიშვნელო ნუგეში.jpg
| ტიტრი = ”უმნიშვნელო ნუგეში”, ფილმის პოსტერი
| რეჟისორი = [[მარტინმარკ ფორსტერი]]
| პროდიუსერი = [[ბარბარა ბროკოლი]]<br />[[მაიკლ ჯ. უილსონი]]
| სცენარისტი = [[ნილ პერვისი]]<br />[[რობერტ უეიდი]]<br />[[პოლ ჰეგისი]]<br />[[იენ ფლემინგი]]
ხაზი 23:
 
'''უმნიშვნელო ნუგეში''' <ref>ქართულ ვარიანტში ფილმის სახელწოდება ითარგმნა, როგორც ''მოწყალების კვანტუმი'', რაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს რუსული სახელწოდებისგან ''Квант милосердия''. რუსული ვერსიაც არის ორიგინალური ჩანაფიქრისგან აცდენა. ფილმში მოთხრობილია წინა ფილმის, „[[კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი)|კაზინო როიალი]]“ მოვლენებთან მიმართებაში უმნიშვნელო ნუგეშზე, რომელსაც ბონდი მიიღებს თავისი ახალი მეგობრის გადარჩენით. Quantum of solace არის სიტყვების თამაშიც, რადგანაც შეიცავს ორგანიზაცია ''კვანტუმის'' სახელს.
</ref>({{lang-en|Quantum of solace}}) ([[2008]]) — 22-ე ფილმი [[ჯეიმზ ბონდი]]ს შესახებ. ფილმი გადაღებულია [[იენ ფლემინგი]]ს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია [[მარტინმარკ ფორსტერი]]. ამ ფილმში ბონდი ებრძვის დომინიკ გრინს (მატიე ამალრიკი), ორგანიზაცია ''კვანტუმის'' წევრს, რომელიც ცდილობს [[ბოლივია]]ში დიდი ტერიტორიის მითვისებას და მისი წყლით მომარაგების კონტროლს. პარალელურად, ბონდი ცდილობს, შური იძიოს [[ვესპერ ლინდი]]ს მკვლელობის გამო. ამასთან, მას უჩნდება სიმპატია კამილა მონტესის (ოლგა კურილენკო) მიმართ. გადამწყვეტ მომენტში ჯეიმზი მთელ ძალ-ღონეს იყენებს, რათა გადაარჩინოს ეს უკანასკნელი ხანძრისგან - ამით იგი თითქოს ანაზღაურებს იმ ფაქტს, რომ წინა ოპერაციის შესრულებისას დაკარგა ვესპერი.
 
ფილმი გამოვიდა 2008 წლის 29 ოქტომბერს და ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები მიიღო. ბევრი თვლის, რომ კრეიგის მონაწილეობით გადაღებული ეს სერია არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც წინა, ''კაზინო როიალი''. თუმცა, შემქმნელები დაინტერესებულებს არწმუნებენ იმაში, რომ ეს ჯერ კიდევ ბონდის თავგადასავლების დასაწყისია და მათი მიზანია, აჩვენონ მისი ჩამოყალიბება, თითქოს ახალი დაბადება.