ვიქტორ დოლიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
 
== ბიოგრაფია ==
ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძეისიდორე დაიბადა ქ. ოზურგეთში 1890 წლის 18 ივნისს ღარიბი გლეხის ოჯახში. ის ბავშვობიდან იპყრობდა ყურადღებას შესანიშნავი სმენით, მეხსიერებითა და იიმპროვიზაციული ნიჭით. მამამისი კარგად მღეროდა და უკრავდა გარმონზე. მიუხედავად ამისა სერიოზულად არ ეკიდებოდა ვაჟის მუსიკალურ აღზრდას.
 
1902 წელს დოლიძეების ოჯახი თბილისში გადასახლდა, სადაც ვიქტორი შეიყვანეს კომერციულ სასწავლებელში. პარალელურად იგი მანდოლინაზე დაკვრას სწავლობდა. მოკლე ხანში ისე დაეუფლა ამ საკრავს, რომ სასწავლებლის მოწაფეებისგან შეადგინა მანდოლინისა და გიტარის დამკვრელთა თვითმოქმედი წრე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო როცა იგრძნო ძლიერი შინაგანი მისწრაფება მუსიკისადმი თუმცა მშობლები მას ბანკის მოხელის კარიერას უმზადებდნენ.
 
1912 წელს 22 წლის დოლიძე კიევში ჩავიდა და კომერციულ ინსტიტუტში განაგრძო მეცადინეობა. აქ მას გაუძლიერდა ინტერესი მუსიკისადმი და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი მოწოდება მუსიკა იყო. ერთხანს იგი კიევის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას ცნობილ პედაგოგ ერდენკოსთან. ხუთი წელი, რომელიც მან კიევში გადატარა მეტად სასარგებო აღმოჩნდა მისი მუსიკალური განვითარებისთვის.
 
1917 წელს ვიქტორი სამშობლოში დაბრუნდა. კიევიდან დაბრუნებისთანავე მას დაებადა სურვილი დაეწერა ოპერა, რისთვისაც აირჩია ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესა „ხანუმა“. ერთი წლის მუშაობის შემდეგ მან შექმნა პირველი ქართული კომიკური ოპერა - „ქეთო და კოტე“. ოპერის პრემიერა შედგა 1919 წლის 11 დეკემბერს. ნაწარმოებმა კომპოზიტორს დიდი აღიარება მოუტანა.
 
1922 წელს შედგა ოპერა „ლეილას“ პრემიერა. 1925 წელს დოლიძემ შექმნა სიმფონიური სურათი „ივერიადა“ და საფორტეპიანო კონცერტი.მომდევნო წლებში დოლიძე მიემგზავრება ოსეთში და სწავლობს ოსურ მუსიკალურ ფოლკლორს. მან 200-მდე ოსური სიმღერა ჩაიწერა. 1929 წელს დაწერა თავისი მესამე ოპერა „ცისანა“. ჯერ კიდევ ოსეთში ყოფნის პერიოდში მუშაობა დაიწყო ოპერაზე „ზამირა“, მაგრამ მისი დასრულება არ დასცალდა.
 
ვიქტორ დოლიძე გარდაიცვალა 1933 წლის 20 მაისს. იგი დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_დოლიძე“-დან