წითური ყანჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
| fw = 373507
}}
[[File:Ardea purpurea MHNT.ZOO.2010.11.53.1.jpg|thumb| ''Ardea purpurea'']]
'''წითური ყანჩა''' ({{lang-la|Ardea purpurea}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 78–97 [[სმ]], ფრთის შლილი 120–152 სმ აღწევს.<ref name=Ali>{{cite book |last=Ali |first=S. |year=1996 |title=The Book of Indian Birds |publisher=Bombay Natural History Society |location=Bombay |isbn=978-0-19-563731-1}}</ref><ref name=arkive>{{cite web |url=http://www.arkive.org/purple-heron/ardea-purpurea/#text=Facts | web = |title=Purple heron videos, photos and facts – Ardea purpurea |publisher=ARKive |accessdate=18 October 2011}}</ref> ამხელა ზომების მიუხედავად, 0,5-დან 1,35 [[კგ]]-მდე იწონის.<ref name=CRC>{{cite book |title=CRC Handbook of Avian Body Masses |editor-first=John B. |editor-last=Dunning Jr. |publisher=CRC Press |year=1992 |isbn=978-0-8493-4258-5}}</ref> შეფერილია მოწაბლისფრო-მურად, ზურგი ნაცრისფერი აქვს. ფრენისას თავი და კისერი წინ მოკლედ აქვს გაშვერილი და ქმნის ჩამოშვებული მარყუჟის სილუეტს. გავრცელებულია [[ევროპა]]ში (ბუდობისას), [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზია]]სა და აფრიკაში; გვხვდება [[საქართველო]]შიც.<ref>{{ქსე|10|622|ჟორდანია რ.|არა}}</ref> ბინადრობს ლერწმნარებში წყალთან ახლოს. ევროპული ყანჩები იზამთრებენ აფრიკის კონტინენტზე, [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით. სხვა მსხვილი ყანჩების მსგავსად, წითური ყანჩა ხეებზე ნაკლებად ჯდება. გრძელი თითების მეშვეობით შეუძლია გახურებულ ქვიშაზე სიარულიც. შეშინებული წითური ყანჩა ლერწმებით გარშემორტყმულ ადგილას იტუზება, ნისკარტს ვერტიკალურად ზევით წევს და ამგვარად ცდილობს დამალვას. ამ ქცევით ძალიან წააგავს [[ყარაულა]]ს. უმეტესად აქტიურია შებინდებისას. უმთავრესად იკვებება 20 სმ-მდე სიგრძია [[თევზები|თევზებით]], რომლებსაც ყარაულობის შემდეგ იჭერს. დაჭერის შემდეგ მსხვერპლს შებერტყავს, რათა მოაბრუნოს სასურველი პოზიციისაკენ და ყლაპავს თავით წინ. აგრეთვე ჭამს [[მწერები|მწერებს]], [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებს]], [[ამფიბიები|ამფიბიებსა]] და [[მღრღნელები|მღრღნელებს]]. ცუდად ცურავს და ამიტომ ერიდება ღრმაწყლოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს ზრდასრულ [[ლერწამი|ლერწმებში]], ბუჩქებსა და [[ლელქაში|ლელქაშებში]]. აგრეთვე ხშირად ბუდობს 20-მდე წყვილისაგან შედგენილ კოლონიებში, ახასიათებს სხვა სახეობის ყანჩებთან და ჩვამებთან ერთად ცხოვრება. ამგვარ გაერთიანებებში წითური ყანჩის ბუდე სხვა ბუდეებზე ქვემოთაა განლაგებული. დედალი დებს 3–5 მოცისფრო-მკრთალ კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი. ინკუბაცია 4 კვირა გრძელდება. ბარტყებს კვებავენ ჩიჩახვიდან ამოღებული, უკვე გადამუშავებული საკვებით.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წითური_ყანჩა“-დან