იოჰან სებასტიან ბახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 299:
=== ასლები, არანჟირებები და გაურკვეველი წარმომავლობის ნაწარმოებები ===
 
ახალგაზრდობაში ბახი აკეთებდა სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების ასლებს მათგან სწავლის მიზნით.<ref>Forkel/Terry 1920 [https://archive.org/stream/johannsebastian01terrgoog#page/n49/mode/2up pp. 10–11]</ref> მოგვიანებით, კოპირების და არანჟირების მიზანი მათი შესასრულებლად მომზადება ან მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალად გამოყენება იყოგახდა. აკეთებდა იტალიელი ოსტატების: ვივალდის (BWV 1065), პერგოლეზის, (BWV 1083) და პალესტრინას (Missa Sine nomine); ფრანგი კუპერენის (BWV Anh. 183) და სხვადასხვა გერმანელი კომპოზიტორის, მათ შორის, ტელემანის, ჰენდელის და საკუთარი ოჯახის წევრების მუსიკის, ასევე, თავისივე ნაწარმოებების კოპირებას და არანჟირებას. თავის მხრივ, ხშირია ბახის მუსიკის არანჟირება სხვათა მიერ. ზოგიერთი ასეთი არანჟირება, მაგალითად, გვიანი XIX საუკუნის ''არია G-სიმზე'', ხელს უწყობდა მისი მუსიკის პოპულარიზაციას.
 
ზოგჯერ, უცნობია, ვინ ვის კოპირებას ახდენდა. მაგალითად, მესას ორმაგი გუნდისთვის ფორკელი ბახის კომპოზიციებს შორის მოიხსენიებს. ნაწარმოები XIX საუკუნის დასაწყისში გამოიცა და შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შემორჩენილია ბახის ხელნაწერი პარტიტურის ნაწილი, მისი წარმომავლობა კვლავ სადავოა.<ref>Forkel/Terry 1920 [https://archive.org/stream/johannsebastian01terrgoog#page/n187/mode/2up pp. 140–141]</ref> 1950 წელს, ბახის ნამუშევრების კატალოგის შექმნისას ასეთი ნაწარმოებები მთავარი კატალოგის ნაცვლად მის დანართში შეიტანეს ({{lang-de|Anhang}}, შემოკლებით Anh). მაგალითად, ზემოთაღნიშნული მესა კატალოგში გვხვდება, როგორც BWV Anh. 167. თუმცა, ნაწარმოებების ავტორობის საკითხი ამით არ გადაწყვეტილა. მაგალითად, ''Schlage doch, gewünschte Stunde'', BWV 53 მოგვიანებით მელქიორ ჰოფმანს მიაკუთვნეს. არსებობს კიდევ არაერთი ნაწარმოები, რომელთა წარმომავლობაზეც საყოველთაოდ მიღებული ვერსია არ არსებობს, თუმცა ბახის მიერ მათი ავტორობა ეჭვის ქვეშ დგას. ერთ-ერთი ასეთია მისი ყველაზე ცნობილი საორღანო ნაწარმოები ''ტოკატა და ფუგა D-მინორი,'' BWV 565.<ref>[[Jean-Claude Zehnder|Zehnder, Jean-Claude]] (2011) [https://www.breitkopf.com/work/8795/15014 ''Toccatas and Fugues / Individual Works''.] {{webarchive|url=https://web.archive.org/web/20151123133749/https://www.breitkopf.com/work/8795/15014 |date=23 November 2015 }} Leipzig, [[Breitkopf & Härtel]]. Introduction p. 20.</ref>
 
== აუდიო მასალა ==