მეტეოროიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
კოსმოსური სხეული დედამიწის ზედაპირზზე დაცემა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვარდნილი სხეულის გვარობაზე (შემადგენლობაზე), მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ქვის და ლითონის მეტეოროიდებით მაშინ ამოცანა შედარებით გამარტივდება და დაიყვანება ვარდნილი სხეულის სიჩქარესა და ზომაზე.
 
დედამიწაზე არ ვარდება მხოლოდ ის სხეული რომლის ზომა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მან ვერ მოასწროს ატმოსფეროში ბოლომდე დაწვა. ზომა მნიშვნელოვანია მაგრამ, მაგრამ მეტეორიტის სიდიდე არ არის მისი წარმოქმნის ერთადერთი და აუცილებელი კრიტერიუმი.
 
დედამიწის ზედაპირს აღწევენ ის მსუბუქი მეტეორიტებიც, რომლებიც მცირე წონისა და ჰაერის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, სწრაფად კარგავენ საწყის სიჩქარეს. თუკი მათი მოძრაობა საკმარისად შენელდება, ისინი შეწყვეტენ წვას და კაშკაშა ნათებას და შედარებით შეუმჩნევლად გააგრძელებენ დედამიწის ზედაპირისკენ ვარდნას. მაგრამ ასეთი შენელებული მეტეორიტის სიჩქარე მაინც დიდია. დაცემისას ამგვარ ობიექტს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია (მაგ. 1825 წელს ინდოეთში დაფიქსირდა ადამიანის, მეტეორიტით სიკვდილის ფაქტი. მეტეორიტმა არა მარტო მოკლა ადამიანი, არამედ მეტეორის დაცემით წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ  მეზობელ შენობებში შუშებიც ჩალეწა (იხილეთ ბმული).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტეოროიდი“-დან