ქართული ხალხური ცეკვები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Nilikusha-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.104.45.80-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 42:
 
=== ხორუმი ===
ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს გურიასა და აჭარაშიგურიის/აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.
 
დამატევითი ინფორმაცია!
 
ცეკვა "ხორუმი" ორ და სამსართულიანი ფერხულის მსგავსად,საბრძოლო შინაარსის საფერხულო წყობის უძველესი ცეკვაა.მისი ძირითადი აზრი.მტერთან შებრძოლების მთელი სურათი უსიტყვოდ,სხეულის მოძრაობით,რიტმით,ჯესტითა და მიმიკით არის გადმოცემული.
 
"ხორუმი"შედგება ოტხი ნაწილისაგან: 1)მეომართა დასაბანაკებლად ადგილის ძებნა, 2)მტრის დაყვერვა, 3)იერიში,ბრძოლა, 4)გამარჯვება და ზეიმი.მეოთხე ნაწილს, ე.ი მტერზე გამარჯვებასა და ზეიმს ხორუმის ხალხურ ვარიანტში "გადახვეულ ხორუმის" სახით ვხვდებით. ცეკვა "ხორუმი" დგეისათვის შემორჩა გურიასა და აჭარაში. გურული ხორუმი უფრო სხარტია და მკაცრად სრულდება, ხოლო აჭარული უფრო წყნარი და ფრთხილი. მუსიკალური ზომაა ხუთიმეოთხედი და ხუთი მერვედი.ვინაიდან ხორუმს ერთი წინამშგოლი გააჩნია, ამიტომ შემსრულებელთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
 
ცეკვა ხორუმში მონაწილეობას იღებს რამოდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტი, ესენი არიან აჭ. გუდასტვირი, ფანდური და დოლი.
 
გურ. დუდუკი, დოლი, ფანდური და გუდასტვირი.
 
<br />
=== ხევსურული ===
მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.