ნეიროფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
'''ნეიროფიზიოლოგია''' — [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგიის]] ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნევრული სისტემის ფუნქციებს. იგი ნეირომორფოლოგიურ დისციპლინებთან ერთად ნევროლოგიის თეორიული საფუძველია. ნეიროფიზიოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ, განვითარება დაიწყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც დაიწყეს ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება. ნეიროფიზიოლოგიის განვითარებას დიდად დაეხმარა კერძოდ ნეიროფიზიოლოგიის სტრუქტურული ერთეულის - ნევრული უჯრედის, ანუ [[ნეირონი]]ს აღმოჩენა და აგრეთვე ნერვული გზების შესასწავლად სპეციალური მეთოდის შემოღება - ნერვული გზების შესწავლა ნერვული ბოჭკოების გადაგვარებაზე დაკვირვებით მათი ნეირონების სხეულიდან მოცილების შემდეგ. ბელმა ([[1811]]) და მაჟანდიმ ([[1822]]) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადგინეს, რომ [[ზურგის ტვინი]]ს უკანა ფესვების გადაჭრის შემდეგ ისპობა მგრძნობელობა, ხოლო  წინა ფესვების გადაჭრისას - მოძრაობა, ე.ი. უკანა ფესვებით ნერვული იმპულსები გადაეცემა [[ტვინი|ტვინს]], ხოლო წინა ფესვებით - ტვინიდან პერიფერიან. [[1863]] წელს სეჩენოვმა აღმოაჩინა ცენტრალური [[შეკავება]], როდესაც ტვინის რომელიმე ცენტრის გაღიზიანება აღგზნებას კი არ იწვევს, არამედ შეკავებას. შემდგომში აღგზნებისა და შეკავების ურთიერთმოქმედება საფუძვლად დაედო ყოველგვარ ნერვულ მოქმედებას.
 
XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში დაადგინეს ცენტრალური [[ნერვული სისტემა|ნერვული სისტემის]] სხვადასხვა ნაწილების ფუნქციური მნიშვნელობა და მათი რეფლექსური მოქმედების ძირითადი კანონზომიერებები. განსაკუთრებით დიდია ნერვული სისტემის ფუნქციების შესწავლაში ვედენსკის, ბეხტერევის, შერინგტონის როლი. ოვსიანიკოვმა და მისლავსკიმ შეისწავლეს [[ტვინის ღერო]]ს, [[სისხძარღვი|გულ-სისხლძარღვთა]] და [[სუნთქვა|სუნთქვის]] მარეგულირებელი ფუნქციები. შესწავლილია [[ნათხემი]]ს, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქციები; დიდი ნახევარსფეროების (ჰემისფეროების) ქერქის მოქმედებაზე რეფლექსური პრინციპის გავრცელების შესაძლებლობა დაასაბუთა [[1863]] სეჩენოვმა „თავის ტვინის რეფლექსებში“. დიდი ჰემისფეროების ქერქი თანმიმდევრულად ექსპერიმენტულად შეისწავლა პავლოვმა, რომელმაც აღმოაჩინა [[პირობითი რეფლექსები]]. უფრო მოგვიანებით, [[ივანე ბერიტაშვილი| ივანე ბერიტაშვილმა]] ჩამოაყალიბა კონცეფცია დიდი ჰემისფეროების ქერქის ურთულესი ფუნქციის - ცხოველთა ფსიქონერვული მოქმედების შესახებ, რომელიც ქცევის ყველაზე მაღალი რეგულატორია. უხტომსკიმ ნეიროფიზიოლოგიაში შემოიტანა დომინანტის პრინციპის ცნება. განვითარდა, აგრეთვე, მიმართულება, რომელიც შეისწავლიდა ნერვული უჯრედის მოქმედების მექანიზმებს, მათი აღგზნების და შეკავების ბუნებას. ამას ხელი შეუწყო ბიოელექტრულ მოვლენათა აღმოჩენამ და მათი რეგისტრაციის მეთოდების დამუშავებამ. შესაძლებელი გახდა არამარტო ნერვული ქსოვილის, არამედ ცალკეული ნეირონების აქტივობის, მისი აღმოცენების გავრცელების მიმართულების მისი სიჩქარის ობიექტური შესწავლა. ნერვული სისტემის მექანიზმების შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ჰემჰოლცს, დიუბუა-რეიმონს, ჰერმანს, პფლიუგერ, ვედენსკის და სხვა მეცნიერებს. მათ მიღწევებს დიდად შეუწყო ხელი სათანადო ტექნოლოგიურ საშუალებათა გამოყენებამ. ელექტრულ გამაძლიერებლებსა და [[ოსცილოგრაფი|ოსცილოგრაფებს]] იყენებდნენ ნეირომოტორულ ერთეულთა ([[ელექტრომიოგრაფია]]), დიდი ჰემისფეროების ქერქის სუმარული აქტივობის ([[ელექტროენცეფალოგრაფია]]), გულის მოქმედების ელექტრული პოტენციალების ([[ელექტროკარდიოგრაფია]]) რეგისტრაციისათვის და ა.შ. მიკროელექტროდული ტექნიკის საშუალების საშუალებით ახდენდნენ ცალკეულ ნეირონთა აქტივობის რეგისტრაციას და ნერვული სისტემის მოქმედების უჯრედული მექანიზმების შესწავლას.
1 930

რედაქტირება