ნევროლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
'''ნევროლოგია''' - სამეცნიერო-ბიოლოგიური დისციპლინების ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი ნერვული სისტემის სტრუქტურას და ფუნქციას, მისი ფილო და [[ონტოგენეზი]]ს კანონზომიერებებს. ნევროლოგიის თეორიული საფუძველია [[ნეირომორფოლოგია]] და [[ნეიროფიზიოლოგია]]. ნევროლოგიის კლინიკური დისციპლინებია: [[ნევროპათოლოგია]], [[ფსიქიატრია]] და [[ნეიროქირურგია]]. ნევროლოგიის ერთ-ერთი დარგია [[ნეიროფსიქოლოგია]], რომელიც შისწავლის ფსიქოლოგიური პროცესების ტვინოვან საფუძველს და მათ კავშირს თავის ტვინის ცალკეულ სისტემებთან. XVI საუკუნეში ვეზალიუსმა ნერვული სისტემის შესწავლაში საფუძველი ჩაუყარა მორფოლოგიურ-ფუნქციურ მიმართულებას.
 
[[XIX საუკუნე]]ში ფართოდ გაიშალა ნერვული სისტემის მიკროსკოპული გამოკვლევა, აღწერილი იყო [[ნეირონი]]. თავისა და ზურგის ტვინის გზები და ცენტრები. პარალელურად ვითრდებოდა ნეიროფიზიოლოგიაც. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა თავის ტვინში ფუნქციათა ლოკალიზაციის თეორია, რომელიც ეყრდნობოდა ნერვული ფუნქციების შესწავლას თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის ამოკვეთის შემდეგ. თავისა და ზურგის ტვინში აღმოაჩინეს ცალკეული ფუნქციების ცენტრები, შეისწავლეს თავის ქერქისა და ქერქქვეშა კვანძების ურთიერთობების მორფოლოგიურ-ფუნქციური საფუძვლები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნევროლოგია“-დან