ნეიროფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017 |
No edit summary იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017 |
||
ხაზი 1:
'''ნეიროფიზიოლოგია'''
XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში დაადგინეს ცენტრალური [[ნერვული სისტემა|ნერვული სისტემის]] სხვადასხვა ნაწილების ფუნქციური მნიშვნელობა და მათი რეფლექსური მოქმედების ძირითადი კანონზომიერებები. განსაკუთრებით დიდია ნერვული სისტემის ფუნქციების შესწავლაში ვედენსკის, ბეხტერევის, შერინგტონის როლი. ოვსიანიკოვმა და მისლავსკიმ შეისწავლეს [[ტვინის ღერო]]ს, [[სისხძარღვი|გულ-სისხლძარღვთა]] და [[სუნთქვა|სუნთქვის]] მარეგულირებელი ფუნქციები. შესწავლილია [[ნათხემი]]ს, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქციები; დიდი ნახევარსფეროების (ჰემისფეროების) ქერქის მოქმედებაზე რეფლექსური პრინციპის გავრცელების შესაძლებლობა დაასაბუთა [[1863]] სეჩენოვმა „თავის ტვინის რეფლექსებში“. დიდი ჰემისფეროების ქერქი თანმიმდევრულად ექსპერიმენტულად შეისწავლა პავლოვმა, რომელმაც აღმოაჩინა [[პირობითი რეფლექსები]]. უფრო მოგვიანებით, [[ივანე ბერიტაშვილი| ივანე ბერიტაშვილმა]] ჩამოაყალიბა კონცეფცია დიდი ჰემისფეროების ქერქის ურთულესი ფუნქციის - ცხოველთა ფსიქონერვული მოქმედების შესახებ, რომელიც ქცევის ყველაზე მაღალი რეგულატორია. უხტომსკიმ ნეიროფიზიოლოგიაში შემოიტანა დომინანტის პრინციპის ცნება. განვითარდა, აგრეთვე, მიმართულება, რომელიც შეისწავლიდა ნერვული უჯრედის მოქმედების მექანიზმებს, მათი აღგზნების და შეკავების ბუნებას. ამას ხელი შეუწყო ბიოელექტრულ მოვლენათა აღმოჩენამ და მათი რეგისტრაციის მეთოდების დამუშავებამ. შესაძლებელი გახდა არამარტო ნერვული ქსოვილის, არამედ ცალკეული ნეირონების აქტივობის, მისი აღმოცენების გავრცელების მიმართულების მისი სიჩქარის ობიექტური შესწავლა. ნერვული სისტემის მექანიზმების შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ჰემჰოლცს, დიუბუა-რეიმონს, ჰერმანს, პფლიუგერ, ვედენსკის და სხვა მეცნიერებს. მათ მიღწევებს დიდად შეუწყო ხელი სათანადო ტექნოლოგიურ საშუალებათა გამოყენებამ. ელექტრულ გამაძლიერებლებსა და [[ოსცილოგრაფი|ოსცილოგრაფებს]] იყენებდნენ ნეირომოტორულ ერთეულთა ([[ელექტრომიოგრაფია]]), დიდი ჰემისფეროების ქერქის სუმარული აქტივობის ([[ელექტროენცეფალოგრაფია]]), გულის მოქმედების ელექტრული პოტენციალების ([[ელექტროკარდიოგრაფია]]) რეგისტრაციისათვის და ა.შ. მიკროელექტროდული ტექნიკის საშუალების საშუალებით ახდენდნენ ცალკეულ ნეირონთა აქტივობის რეგისტრაციას და ნერვული სისტემის მოქმედების უჯრედული მექანიზმების შესწავლას.
|