ნეიროფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
თანამედროვე ნეიროფიზიოლოგია ინტენსიურად სწავლობს ნერვული სისტემის მაინტეგრირებელ მოქმედებას და ამ მიზნით მიმართვს სხვადასხვა მეთოდს: გადაჭრისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილის მოცილების, ტვინის ზედაპირზეთუ სიღრმეში ჩანერგილი ელექტროდებით ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაციის, ტვინის სხვადასხვა ნაწილის ელექტრული გაღიზიანების, ტვინის ქსოვილში ქიმიური ნივთიერებების შეყვანის (ქემოტროდული ტექნიკა) მეთოდებს. ნეიროფიზიოლოგიის მნიშვნელოვან მიღწევათა შორის უნდა აღინიშნოს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის აღმავალი და დაღმავალი გამაღიზიანებელი და შემაკავებელი გავლენების აღმოჩენა და დაწვრილებით შესწავლა. აღსანიშნავია, აგრეთვე, წინა ტვინის [[ლიმბური სისტემა|ლიმბური სისტემის]], როგორც სომატურ და ვისცერალურფუნქციათა გამაერთიანებელი უმაღლესი ცენტრების დადგენა, [[ჰიპოთალამუსი|ჰიპოთალამუსში]] უმაღლესი მაინტეგრირებელი ნერვული და ენდოკრინული სარეგულაციო მექანიზმების აღმოჩენა და სხვ. ნეიროფიზიოლოგებმა დაიწყეს ნერვული სისტემის კოდირების წესებისა და ნერვულ სისტემაში ინფორმაციის გადაცემის საშუალებათა უშუალო შესწავლა, დაამუშავეს ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური საშუალებებით აქტიურად ჩავერიოთ ნერვული უჯრედების მოქმედებაში. ასეთი ზემოქმედება (გაღიზიანება, დაზიანება) გამოიყენება ზოგიერთი ნერვული დაავადების სამკურნალოდაც კი . თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიას კავშირი აქვს სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან, როგორებიცაა: [[ბიოკიბერნეტიკა]], [[ნეიროქიმია]], [[ნეირობიონიკა]].
 
==ლიტერატურა{{ქსე|7|368}}==
 
{{ქსე|7|368}}
 
[[კატეგორია: ბიოლოგია]]
1 887

რედაქტირება