კარლო საკანდელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სქოლიო - არ იძებნება, ამოვიღე ბმულები
ხაზი 25:
კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1 აპრილს დაიბადა [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ზედა ბზვანი|ზედა ბზვანში]] (ამჟამინდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]]). 1944 წელს დაამთავრა [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა]], იმავე წელს სწავლა განაგრძო [[თეატრალური ინსტიტუტი|რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის]] სამსახიობო ფაკულტეტზე.
 
1949 წლიდან [[რუსთაველის თეატრი]]<nowiki/>ს მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული.<ref>[http://ghn.ge/news-25857.html 82 წლის ასაკში სახალხო არტისტი კარლო საკანდელიძე გარდაიცვალა // „GHN“]</ref> მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო ([[ტარიელ გოლუა]]), ოსიკო ხარებაძე ([[შემოდგომის აზნაურები]]), კუჩარა ([[ყვარყვარე თუთაბერი]]), ტოშეკი (რა სიყვარული), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები), არისტო ქვაშავაძე ([[სამანიშვილის დედინაცვალი]]) გლეხი და ქმარი ([[კავკასიური ცარცის წრე]]), კეტსბი (რიჩარდ III), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი).
 
კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი [[მაგდანას ლურჯა]]ში იყო 1955 წელს, [[თენგიზ აბულაძე|თენგიზ აბულაძისა]] და [[რეზო ჩხეიძე|რეზო ჩხეიძის]] ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა [[კანის ფესტივალი|კანის ფესტივალზე]] ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო [[დათა თუთაშხია]], სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.
ხაზი 31:
1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების ორდენის]] კავალერი. [[2008]] წლის [[23 აპრილი|23 აპრილს]] რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
 
კარლო საკანდელიძე, [[2010]] წლის [[29 ოქტომბერი|ოქტომბერს]], 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.<ref>[http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/149170-karlo-sakandelidze-gardaicvala.html გარდაიცვალა მსახიობი კარლო საკანდელიძე // „InterPress News“]</ref> დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].<ref>[http://24saati.ge/index.php/news/2010-11-02/8412 კარლო საკანდელიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს // „24 საათი“]</ref>
 
== ჯილდოები და წოდებები ==
ხაზი 243:
*[http://rustavelitheatre.ge/index.php?page=73&product_page=235&lang=geo კარლო საკანდელიძე — რუსთაველის თეატრი]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
{{DEFAULTSORT:საკანდელიძე, კარლო}}