ვიკიპედია:სტილის სახელმძღვანელო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
* როგორც წესი, ამა თუ იმ სტატიის სათაური უნდა იყოს არსებითი სახელი სახელობით ბრუნვაში (მაგ., ''დიპლომატიური იმუნიტეტი'', და არა ''დიპლომატიური იმუნიტეტის შესახებ'')
* სათაური უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. სასურველია, ათ სიტყვაზე ნაკლები
* ლათინური სახელების შემთხვევაში, მთავრული ასოთი უნდა იწერებოდეს მხოლოდ პირველი სიტყვის პირველი ასო, შემოკლებაში შემავალი ყოველი ასო და საკუთარ სახელებში (მათ შორის, ფილმების, მუსიკალური ნაწარმოებების და მისთ.) შემავალი სიტყვების პირველი ასოები; ყველა დანარჩენი ასო უნდა იყოს ნუსხური. (მაგ., Back in the U. S.S. R.USSR და არა Back in the U. S.S. R.USSR)
* შეძლებისდაგვარად, არ უნდა გამოიყენებოდეს ნაცვალსახელები (მაგ., ''თქვენ'', ''ისინი'') გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ამა თუ იმ ნაშრომის სათაურის შემადგენლობაში შედიან
* ტექსტში პირველად ნახსენებ სიტყვაზე ბმულის გასაკეთებლად, არასოდეს გამოიყენოთ სათაურები
* არ უნდა გამოიყენოთ, სპეციალური სიმბოლოები, როგორებიცაა დახრილი ხაზი (/), პლიუსის ნიშანი (+), კვადრატული და ფიგურული ფრჩხილები ([ ]; { }). ასევე, ლათინური სახელწოდებების შემთხვევაში, შეეცადეთ ჩაანაცვლოთ ამპერსანდი (&) ამა თუ იმ ენაში არსებული სინონიმებით (მაგ., ინგლისურში ''and''-ით) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნიშანი ფორმალური სახელის შემადგენლობაში შედის
* მოერიდეთ ქართული ანბანის არქაული ასოების: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, ჶ გამოყენებას
* სათაურების ბოლოს არ იწერება წერტილი (.)
 
'''შენიშვნა:''' ეს წესები აგრეთვე ეხება ქვემოთ მოტანილ ''სექციების სათაურებს''