იაკობი ძმა უფლისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB
ხაზი 15:
 
=== მოციქულის ნაშრომები ===
ძველი საეკლესიო მწერლების - [[კლიმენტი ალექსანდრიელი]]ს, [[ევსები კესარიელი]]სა და სხვათა მოწმობით, მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდგომ [[თორმეტი მოციქული]]ს გადაწყვეტილებით [[იერუსალიმი]]ს პირველ ეპისკოპოსად სწორედ 37 წლის, უფლის ხორციელი ძმა იაკობი აირჩიეს. სულიწმინდის კარნახით წმინდა იაკობმა პირველმა შეადგინა და დაწერა საღმრთო ლიტურგიის აღსრულების წესი [[ჟამისწირვა]], რომელიც შემდგომში, კაცობრივი უძლურების გათვალისწინებით, შეამცირეს - ჯერ [[ბასილი დიდი|ბასილი დიდმა]], შემდეგ კი [[იოანე ოქროპირი|იოანე ოქროპირმა]]. იაკობის წირვა კი დრესდღეს მხოლოდ იერუსალიმის ეკლესიაში აღესრულება და ისიც წელიწადში ერთხელ - თვით იაკობის, ხორციელად უფლის ძმის, ხსენების დღეს 23 ოქტომბერს.
 
იაკობ მოციქულს ეკუთვნის ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი ”კათოლიკე ეპისტოლე წმინდა მოციქულისა იაკობისი”, რომელიც მოციქულმა დაახლოებით †[[59]] წელს დაწერა იერუსალიმიდან განდევნილი ქრისტიან ებრაელთა მიმართ, რომლებიც გაბნეულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში. იაკობის ეპისტოლე მართლმადიდებელ ეკლესიაში მთლიანად იკითხება არა მხოლოდ როგორც სამოციქულო საკითხავი საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს, არამედ სხვა ლოცვათა ჟამსაც (მაგალითად, ზეთის კურთხევის დროს, გვალვის გამო პარაკლისის აღსრულებისას და თვით ღამისთევის ლოცვების დროსაც, როგორც [[პარემია]]).