ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: სისრულეში მოიყვანოს → შეასრულოს using AWB
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}{{გასაწმენდი}}
[[ფაილი:Euthanasia and the Legality.png|მინი|300პქ|ქვეყნები სადაც ევთანასია ლეგალურია]]
'''ევთანასია''' ([[ძველბერძნული ენა{{lang-grc|ძვ. ბერძნ.]] ''eu''}} = კარგი, უშფოთველი + ''thanatos'' = სიკვდილი) — სამედიცინო დახმარების გზით [[ადამიანი]]ს მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა. ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა. ევთანასიის განხორციელების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტერმინოლოგიებიც. ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.
 
უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია. პიროვნება, რომელსაც ევთანასია უტარდება როგორც წესი განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები ევთანასიას ითხოვენ. ევთანასიის განხორციელება შესაძლებელია როგორც ქმედებით (ლეთალური ინექცია) ასევე უმოქმედობით (მაგალითად საკვები მილის გაუმართაობა).
ხაზი 35:
ხშირად ადამიანები ევთანასიას `სიბრალულის გამო მოკვდინებას” ეძახიან, რადგან შესაძლოა ამ დროს განუკურნებელ პაციენტებსა და მათზე ფიქრობენ, ვინც ხანგრძლივი და გაუსაძლისი ტკივილისგან იტანჯება.
 
'''==ისტორია'''==
 
ტერმინი ევთანასია ბერძნული სიტყვებიდან `Eu” და `thanatos” მომდინარეობს და ერთად `კარგ სიკვდილს” ან `კარგად გარდაცვალებას” ნიშნავს. ჰიპოკრატე ევთანასიას ახსენებს ჰიპოკრატეს ფიცში, რომელიც დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-300 წლებში დაიწერა. ფიცის ორიგინალი ვერსიის თანახმად: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. მიუხედავად ამისა, ანტიკურ ბერძნებსა და რომაელებს ზოგადად არ სჯეროდათ, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნებულიყო და, შედეგად, ტოლერანტულად იყვნენ განწყობილნი თვითმკვლელობის მიმართ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიკვდილის პირას მყოფი პირის მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლებელი იყო ან, სტოიკოსთა და ეპიკურელთა შემთხვევაში, პიროვნება საკუთარ სიცოცხლეზე აღარ ზრუნავდა.
ხაზი 41:
1300 წლიდან გასული საუკუნის შუა წლებამდე ინგლისური საერთო სამართლის თანახმად თვითმკვლელობა ინგლისსა და უელსში ბრალეული ქმედება იყო. სხვა პიროვნების თვითმკვლელობაში დახმარება ამ ტერიტორიებზე კვლავ უკანონო აქტად რჩება. თუმცა, 1500 წელს, უტოპიური საზოგადოების აღწერისას თომას მური ითვალისწინებდა ისეთ საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობდა იმ პირთა სიკვდილს, რომელთა სიცოცხლე `ტანჯვისა და ხანგრძლივი ტკივილის” შედეგად მძიმე ტვირთად იქცა.
 
'''===თანამედროვე ისტორია'''===
 
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ევთანასიამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დებატები გამოიწვია. მედიცინის ისტორიკოსის ეზეკიელ ემანუელის თანახმად, სწორედ ანესთეზიის ხელმისაწვდომობის შედეგად დაიწყო ევთანასიის თანამედროვე ეპოქა. 1828 წელს, ნიუ იორკის შტატში შეერთებული შტატების პირველი ანტი-ევთანაზიური კანონი მიიღეს, რასაც მომდევნო წლებში მსგავსი ქმედებები სხვა მრავალ ადგილას და შტატში მოჰყვა. სამოქალაქო ომის შემდგომ, ადვოკატები და ზოგიერთი ექიმი მხარს უჭერდნენ ნებაყოფლობით ევთანასიას. საუკუნის მიწურულს მხარდაჭერამ აშშ-ში დიდ მასშტაბებს მიაღწია და 1930-იან წლებში კიდევ უფრო გაიზარდა.
ხაზი 49:
მეორე მსოფლიო ომის წინ და მთელი ამ დროის განმავლობაში, ნაცისტებმა განახორციელეს იძულებითი ევთანასიის პროგრამა, რომელიც უმეტესწილად გასაიდუმლოებული იყო. 1939 წელს ნაცისტებმა კოდური დასახელების პროგრამა Aცტიონ თ4–ის ფარგლებში მოაკვდინეს სამ წლამდე მიუღწეველი ბავშვები, რომელთაც გონებრივი ჩამორჩენილობა, ფიზიკური დეფორმაცია ან სხვა დამაძლურებელი პრობლემა აწუხებდათ. მათი მოსაზრებით, ეს პრობლემები უნარშეზღუდულ ბავშვებს `უღირსი სიცოცხლის” შესაძლებლობას უქმნიდა. ეს პროგრამა მოგვიანებით გაფართოვდა და მან უფრო დიდი ასაკის ბავშვები და მოზრდილებიც მოიცვა. მენტალური თავშესაფრების პაციენტები გერმანიასა და ავსტრიაში გადაჰყავდათ შუალედურ ადგილას, საიდანაც ისინი ხელახლა მიჰყავდათ ექვსიდან ერთ-ერთ სასიკვდილო ცენტრში (ბრანდენბურგში ბერლინის ახლოს, 1940 წლის იანვარ-სექტემბერი, გრაფენეკში შტუტგარტის ახლოს, 1940 წლის იანვარ-დეკემბერი, ავსტრიაში ჰართაიმში ლინცის ახლოს, 1940 წლის იანვრიდან 1944 წლის დეკემბრამდე, ა.შ.).
 
'''===ომის შემდგომი ისტორია'''===
 
ნაცისტების მიერ განხორციელებული ევთანაზიების ირგვლივ გამოთქმული მასიური პროტესტის შედეგად 1940-იან და 1950-იან წლებში ევთანასიას ძალზე მცირე საჯარო მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით კი იძულებით, ევგენიკაზე დაფუძნებულ შეთავაზებებს. კათოლიკური ეკლესიის ლიდერები, სხვებს შორის, აგრძელებდნენ ევთანასიის, როგორც სიცოცხლის სიწმინდის დარღვევის წინააღმდეგ გამოსვლებს. მიუხედავად ამისა, ორმაგი ეფექტის პრინციპის შედეგად, რომის კათოლიკური მორალური თეოლოგიისთვის მაინც მისაღები იყო ტკივილის გამაყუჩებლებით სიცოცხლის დასრულება, ანუ ფაქტობრივად პასიური ევთანასია.
ხაზი 65:
უახლოეს წარსულში, აშშ-ს მთავრობაში მიმდინარე ცხარე კამათის ფონზე, ტერი სკიავომ, ფლორიდის შტატის მაცხოვრებელმა, რომელიც 1990 წლიდან საკვებ მილზე იყო დამოკიდებული, 2005 წელს საკვები მილის მოხსნა შეძლო. მისმა მეუღლემ მოიპოვა მისთვის სიცოცხლის შემნარჩუნებელი სისტემის მოხსნის უფლება, ამტკიცებდა რა, რომ ეს მისი ნება იქნებოდა. თუმცა, ამის დადასტურება ძნელი იყო, რადგან სიცოცხლის შესახებ ანდერძი არ არსებობდა და ოჯახის დანარჩენ წევრებს სხვა პოზიცია ჰქონდათ.
 
'''==ევთანასიის ეთიკა'''==
 
ევთანასია წარმოშობს ისეთ მტკივნეულ მორალურ შეკითხვებს, როგორიცაა:
ხაზი 85:
ტკივილის შემსუბუქების მიზნით მედიკამენტის მიცემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პაციენტის ნაადრევ გარდაცვალებას გამოიწვევს, ევთანასიის შემთხვევას არ წარმოადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ ექიმს სურდა ტკივილის შემსუბუქება და არა პაციენტის სიკვდილი. ეს არგუმენტი ასევე ცნობილია, როგორც ორმაგი ეფექტის დოქტრინა.
 
'''==რატომ სურთ ადამიანებს ევთანასია?'''==
 
ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ გაუსაძლისი ტკივილი არის ვთანაზიის ძირითადი მიზეზი. თუმცა, აშშ-სა და ჰოლანდიაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ევთანასიის მოთხოვნათა მხოლოდ მესამედზე ნაკლები იყო გაუსაძლისი ტკივილით გამოწვეული.
ხაზი 105:
ევთანასიის განხორციელება შეიძლება პასიურად, არააგრესიულად, და აგრესიულად. პასიური ევთანასია მოიცავს თავის შეკავებას ჩვეული მკურნალობის ჩატარების (როგორიცაა ანტიბიოტიკები, ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ქირურგიული ოპერაცია) ან ტკივილის შემსუბუქების მიზნით მედიკამენტის (როგორიცაა მორფი) მიცემისგან, რამაც ასევე შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს (ორმაგი ეფექტის პრინციპი ). პასიური ევთანასია ყველაზე მიღებული ფორმაა და საავადმყოფოების უმეტესობაში ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს. არააგრესიული ევთანასია გულისხმობს სიცოცხლის შენარჩუნების სისტემის მოშლას და უფრო საკამათო საკითხია. აგრესიული ევთანასია მოიცავს მოსაკვდინებლად სასიკვდილო ნივთიერებების გამოყენებას და ყველაზე სადავო საშუალებაა.
 
'''==ნებაყოფლობითი ევთანასიის მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები'''==
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევთანასიის შესახებ დებატების ცენტრში დასავლეთის ქვეყნებში მოექცა ჯანმრთელობის დაცვის რეგულირებული სისტემების ფარგლებში მოაზრებული ნებაყოფლობითი ევთანასია. ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებების, კანონმდებლობისა და რეგულაციების შედეგად ნებაყოფლობითი ევთანასია პაციენტებისა და მათი მეურვეებისათვის გახდა აშკარა არჩევანი. ნებაყოფლობითი ევთანასიის ასეთი პოლიტიკის მომხრეებსა და კრიტიკოსებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად შემდეგი მიზეზები მოჰყავთ:
 
'''===ნებაყოფლობითი ევთანასიის მომხრე არგუმენტები:'''===
 
• არჩევანი: ნებაყოფლობითი ევთანასიის მომხრეები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ არჩევანი წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიებისა და თავისუფალი საბაზრო სისტემების ფუნდამენტურ პრინციპს.
ხაზი 118:
სოციობიოლოგია: ამჟამად მრავალი, თუ არა უმრავლესობა ევთანასიის მომხრეებისა და კანონმდებლობაც თვლის, რომ მომაკვდავ ან ძალზე დაავადებულ ადამიანებს ევთანასიაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. თუმცა, ზოგიერთი აქტიური მომხრე თვლის, რომ ეს არჩევანი კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მაგალითად, სოციობიოლოგიური თვალსაზრისით, გენეტიკურ ნათესავებს შესაძლოა სურდეთ პიროვნებისათვის სიცოცხლის შენარჩუნება (ოჯახური შერჩევა) თვით ამ პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ. ეს განსაკუთრებით იმ პირებს შეეხებოდა, ვინც სიკვდილის პირას რეალურად ჯერ არ არის მისული. უფრო ლიბერალური პოლიტიკა ნებაყოფლობითი ევთანასიის მიმართებაში შესაძლებლობას მისცემდა პიროვნებას დაპირისპირებოდა ნათესავთა მხრიდან გამოხატულ ნებისმიერ ასეთ მიკერძოებულ ინტერესს.
 
==ნებაყოფლობითი ევთანასიის საწინააღმდეგო არგუმენტები:==
 
• პროფესიული ფუნქცია: კრიტიკოსთა მტკიცებით, ნებაყოფლობითმა ევთანასიამ შესაძლოა არასათანადო საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა, განსაკუთრებით კი ექიმთა პროფესიულ ფუნქციებს. ისინი მიუთითებენ, რომ გასული საუკუნის ევროპელი ექიმები ტრადიციულად დებდნენ ჰიპოკრატეს ფიცის გარკვეულ ვარიაციას, რომელიც თავისი ანტიკური ფორმიდან გამომდინარე გამორიცხავდა ევთანასიას: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. თუმცა, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ფიცი ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
ხაზი 128:
• ზეწოლის ქვეშ თანხმობა: ნებაყოფლობითი ევთანასიის ეკონომიკური საფუძვლების გათვალისწინებით, ნებაყოფლობითი ევთანასიის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პაციენტები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ შესაძლოა ნებაყოფლობით ევთანასიაზე დათანხმდნენ, ვიდრე საკუთარი ოჯახებისთვის ფინანსურ ტვირთად დარჩნენ. იქაც კი, სადაც ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები ძირითადად საზოგადოებრივი ფინანსებიდან იფარება, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაშია, ნებაყოფლობითი ევთანასიის კრიტიკოსთა აზრით საავადმყოფოთა პერსონალს შესაძლოა ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდეს და პაციენტებს ევთანასიაზე დათანხმება ურჩიოს ან ზეწოლის ქვეშ აიძულოს.
 
'''==ევთანასია და კანონი'''==
 
მე-20 საუკუნის განმავლობაში, ევთანასიასთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკის შეცვლის მცდელობები ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთის ქვეყნებში. ქვემოთ ანბანური თანმიმდევრობით აღწერილია ქვეყნების პოლიტიკა, რასაც ჰოლანდიის განსაკუთრებული მაგალითი მოყვება. ევთანასიასთან დაკავშირებული პოლიტიკა ასევე შეიმუშავეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით კი მედიკოსთა ასოციაციებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა.
 
'''===ბელგია'''===
 
ბელგიის პარლამენტმა ევთანასიის ლეგალიზება 2002 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში მოახდინა. ევთანასიის მომხრეთა განცხადებით, კანონის მიღებამდე ბელგიაში ყოველწლიურად ევთანასიის ათასობით უკანონო აქტი ხორციელდებოდა. მომხრეთა თანახმად, კანონმდებლობა ითვალისწინებს რთულ პროცესს, რომელიც გააკრიტიკეს, როგორც `სიკვდილის ბიუროკრატიის” შემოღების მცდელობა.
 
'''===იაპონია'''===
 
იაპონიის მთავრობას ევთანასიის სტატუსთან დაკავშირებით ოფიციალური კანონები არ მიუღია და იაპონიის უზენაეს სასამართლოსაც ამ საკითხზე არასოდეს უმსჯელია. მეტიც, დღემდე იაპონიის პოლიტიკა ევთანასიასთან მიმართებაში განსაზღვრულია ორი ადგილობრივი მნიშვნელობის სასამართლო საქმით, რომლებიც 1962 წელს ნაგოიაში და 1995 წელს ტოკაის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩატარდა. პირველი საქმე `პასიურ ევთანასიას” (ანუ პაციენტისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებელი სისტემის გამორთვაზე ნების დართვა), ხოლო მეორე კი - `აქტიურ ევთანასიას” (მაგალითად ინექციის გზით) ეხებოდა. გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე აყალიბებენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და პირობებს, რომელთა არსებობისას ორივე, პასიური და აქტიური ევთანასიაც კანონიერი იყოს. მიუხედავად ამისა, ამ ორივე კონკრეტულ საქმეში ექიმები ცნეს დამნაშავედ ამ პირობების დარღვევაში, როდესაც მათ თავისი პაციენტების სიცოცხლე დაასრულეს. მეტიც, რადგან ამ სასამართლოთა გადაწყვეტილებებს მხარი ნაციონალურ დონეზე უნდა დაეჭიროს, ეს პრეცედენტები არ არის მაინცდამაინც სავალდებულო. თუმცა, ამჟამად იაპონიაში ევთანასიის განსახორციელებლად მიახლოებითი სამართლებრივი ჩარჩოები არსებობს.
ხაზი 153:
4. ექიმმა (უშედეგოდ) უნდა ამოწუროს ტკივილისგან გასათავისუფლებელი ყველა სხვა საშუალება.
 
'''===ლუქსემბურგი'''===
 
2008 წლის 20 თებერვალს ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით, 59-დან 30 ხმით მიიღო კანონი ევთანასიის ლეგალიზების შესახებ.
 
'''===ჰოლანდია'''===
 
2002 წელს ჰოლანდიაში მოახდინეს ევთანასიის, მათ შორის კი ექიმის დახმარებით თვითმკვლელობის ლეგალიზება. კანონმა მოახდინა ოცწლიანი ჩვეულების კოდიფიცირება, რომლის თანახმად სისხლის სამართლებრივი წესით არ იდევნებოდნენ ექიმები, რომლებიც ევთანასიას ძალზე კონკრეტულ შემთხვევებში და გარემოებებში ატარებდნენ. ჯანდაცვის, კეთილდღეობისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ეს პრაქტიკა `პიროვნებას აძლევს საშუალებას ღირსეულად დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე მას შემდეგ, რაც მიიღო პალიატიური მზრუნველობის ყველა არსებული ფორმა”.
 
'''===შვეიცარია'''===
 
შვეიცარიაში, შვეიცარიის მოქალაქეს ან უცხოელს შეიძლება გამოეწეროს სასიკვდილო პრეპარატები, მხოლოდ იმ პირობით, რომ პაციენტი აქტიურ როლს ასრულებს პრეპარატის დანიშვნაში. უფრო ზოგადად, შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად (რომელიც 1918 წელს დაიწერა და ძალაში 1942 წელს შევიდა), თვითმკვლელობაში დახმარება დანაშაულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ქმედების მოტივი ეგოისტურია. კოდექსი არ განსაზღვრავს ექიმთა სპეციალურ სტატუსს თვითმკვლელობაში დახმარების პროცესში. თუმცა, სწორედ მათ მიუწვდებათ ხელი სათანადო პრეპარატებზე. ეთიკური მოსაზრებების გამო ექიმები ფრთხილობენ სასიკვდილო პრეპარატების გამოყენებისას. თუმცა, მათ ასევე ესმით, რომ განსაკუთრებულ და განსაზღვრულ შემთხვევებში ექიმებს შეუძლიათ თავის მართლების გარეშე დაეხმარონ პირს თვითმკვლელობის ჩადენაში. როდესაც ცხადდება ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარების ფაქტის შესახებ, შესაძლოა პოლიციამ გამოძიება დაიწყოს. რადგან ეგოისტური მოტივის არარსებობისას დანაშაული აშკარა არ არის, ეს ძირითადად ღია და დახურული საქმეებია. სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება, თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტი საკმარისად კომპეტენტური იყო, რათა საკუთარი (ავტონომიური) არჩევანი თვითონ გაეკეთებინა. თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია.
ხაზი 173:
2007 წლის 22 აგვისტოს, პოლ რუბინმა ფენიქსში გამოცემულ Nეწ თიმეს–ში გამოაქვეყნა ფსიქიკურად დაავადებული ქალბატონის, იანა ვან ვუურჰისის შესახებ ისტორია, რომელსაც თვითმკლელობაში დახმარება Fინალ Eხიტ Nეტწორკ–მა გაუწია. ამ საქმემ კონსერვატიული ბიოეთიკოსის, უესლი ჯ. სმიტის დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც მან შეცონდ Hანდ შმოკე–ის სვეტში გამოაქვეყნა.
 
'''===გაერთიანებული სამეფო'''===
 
2006 წლის 5 ნოემბერს, ბრიტანეთის მეანთა და გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯმა ნაფილდის ბიოეთიკის საბჭოს წარუდგინა შეთავაზება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალდაბადებულთათვის ევთანასიის ჩატარებას ითვალისწინებდა. ანგარიში ყურადღებას არ ამახვილებს გაერთიანებულ სამეფოში ევთანასიის ამჟამინდელი უკანონობის საკითხზე, არამედ მოუწოდებს მისი, როგორც კანონიერი სამედიცინო პრაქტიკის არსებობის გადახედვისკენ.
ხაზი 186:
ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში ნებისმიერი პირი, რომელიც ვინმეს თვითმკვლელობაში დახმარებას უწევს, კანონს არღვევს და შეიძლება ბრალეულად იყოს ცნობილი თვითმკვლელობაში დახმარებაში ან მისი ჩადენის მცდელობაში (ანუ თუ პაციენტს, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავს და ტკივილი თანდათან ძლიერდება, ექიმი თვითმკვლელობის ჩასადენად მორფის ბოთლს მიაწვდის). მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელთა ორი მესამედის აზრით ევთანასია კანონიერი უნდა იყოს, ახლახან წარდგენილი კანონპროექტი `განუკურნებელი პაციენტების მოკვდინებაში დახმარების შესახებ” დაბალ პოლიტიკურ პალატაში, თემთა პალატაში 4-1 განსხვავებით ჩავარდა.
 
'''===გაერთიანებული ერების ორგანიზაცია'''===
 
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიმოიხილა და კომენტარი გაუკეთა ჰოლანდიის კანონმდებლობას ევთანასიის შესახებ.
 
'''===ამერიკის შეერთებული შტატები'''===
 
შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში აქტიური ევთანასია უკანონოა. პაციენტები ინარჩუნებენ უფლებას უარი თქვან სამედიცინო მკურნალობაზე და მიიღონ ტკივილის მართვის სათანადო პრეპარატები მოთხოვნისთანავე (პასიური ევთანასია), იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტის არჩევანი მის გარდაცვალებას დააჩქარებს. ამას გარდა, შესაძლებელია ამაო ან არაპროპორციულად გაუსაძლისი მკურნალობის, როგორიცაა სიცოცხლის შესანარჩუნებელი სისტემა, კონკრეტულ გარემოებებში მოშლა. Gალლუპ Pოლლ–ის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ამერიკელთა 60% ევთანასიის მომხრეა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე შეერთებულ შტატებში ევთანასიის და თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალიზების მცდელობათა შედეგად წარდგენილი იყო უამრავი სარეფერენდუმო და საკანონმდებლო ინიციატივა. მაგალითად, ვაშინგტონის ამომრჩევლებმა 119-ე სარეფერენდუმო ინიციატივას ხმა 1991 წელს მისცეს, კალიფორნიის ამომრჩევლებმა 161-ე შეთავაზება სამსჯავროზე 1992 წელს გაიტანეს, ორეგონის შტატში 1994 წელს ღირსეულად სიკვდილის შესახებ კანონი მიიღეს, ხოლო მიჩიგანის შტატში `ბ” ინიციატივას ხმა 1998 წელს მისცეს.
 
'''==ევთანასია და რელიგია'''==
 
როგორც წესი, ქრისტიანები ევთანასიის წინააღმდეგნი არიან. არგუმენტები მეტწილად დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ სიცოცხლე ღმერთის მიერ არის ნაბოძები და რომ ადამიანები ღმერთის წარმოსახვით არიან შექმნილნი. ზოგიერთი ეკლესია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარდაცვალების ბუნებრივ პროცესში ჩაურევლობა. ქრისტიანთა ხედვით:
ხაზი 220:
• შეზღუდული გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ისეთივე ფასი აქვთ, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს.
 
'''===გამონაკლისები'''===
 
ქრისტიანობის ზოგიერთი ასპექტის თანახმად არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგად მოსაზრებას ევთანასიის მცდარობის შესახებ:
ხაზი 246:
მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ნებას რთავს ადამიანებს უარი თქვან გაძლიერებულ სამედიცინო მკურნალობაზე, როდესაც სიკვდილი გარდაუვალია და უკვე ახლოსაა, ის არაორაზროვნად კრძალავს სიკვდილის დაჩქარებას და იმეორებს ვატიკან მეორეს (Vatican II) მიერ `სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულების, როგორიცაა მკვლელობის ნებისმიერი ფორმა, გენოციდი, აბორტი, ევთანასია, ან წინასწარ განზრახული თვითმკვლელობა”, უპირობო დაგმობას.
 
'''===პროტესტანტული პოზიცია'''===
 
პროტესტანტულ მიმდინარეობათა შეხედულებები ევთანასიისა და ექიმის მიერ გარდაცვალებაში დახმარების შესახებ ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ევანგელისტური ეკლესიები რომის კათოლიკეებთან ერთად მუშაობდნენ `სიცოცხლის სიწმინდის” მიდგომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევანგელისტები შესაძლოა გამონაკლისების გარეშე პოზიციას ემხრობოდნენ. თუმცა ლიბერალური პროტესტანტული მიმდინარეობები თავს იკავებდნენ ევთანასიის მხარდაჭერისგან, ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი (მაგალითად ჯოზეფ ფლეტჩერი) და ევთანასიის საზოგადოებათა აქტივისტები პროტესტანტი საერისკაცო და სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ექიმის დახმარებით გარდაცვალებამ უფრო ფართო სამართლებრივი მხარდაჭერა მოიპოვა, ზოგიერთმა ლიბერალურმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ ევთანასიის შეზღუდული ფორმების სასარგებლოდ რელიგიური არგუმენტები შეიმუშავა.
 
'''===ებრაული პოზიცია'''===
 
როგორც პროტესტანტულ მიმდინარეობებში, 1970-იანი წლებიდან ებრაულ სამედიცინო ეთიკაში მოსაზრებები ევთანასიისა და სიცოცხლის შესანარჩუნებელი მკურნალობის შესახებ ძირითადად სხვადასხვა მიმდინარეობების შესაბამისად გაიყო. ზოგადად, ორთოდოქსალური ებრაელი მოაზროვნეები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ნებაყოფლობით ევთანასიას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეზღუდულ გარემოებებში ნებაყოფლობითი პასიური ევთანასიის მხარდაჭერის ფაქტები. ამის მსგავსად, კონსერვატიული იუდაიზმის მიმდინარეობა მზარდ მხარდაჭერას გამოხატავს პასიური ევთანასიის გარკვეული ფორმების მიმართ, რაც უკანასკნელ წლებთან შედარებით განსხვავებული სურათია.
 
'''===მუსლიმანური პოზიცია'''===
 
ისლამი კატეგორიულად კრძალავს თვითმკვლელობის ყველა ფორმასა და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც სხვას თვითმკვლელობაში შეიძლება დაეხმაროს. მუსულმანებს აკრძალული აქვთ საკუთარი სიკვდილის დროის შესახებ წინასწარ და თვითნებურად ფიქრი. მაგალითისთვის, ყველაფერი ეს მოთხრობილია ფრედრიკ ფორსიტის რომანში `ავღანელი”. რეალურად მუსლიმი, რომელიც თვითმკვლელობას ჩაიდენს, დამკრძალავი რიტუალის გარეშე რჩება. ასეთ აზროვნებას პრეცედენტი შეუქმნა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა იმ პიროვნების სხეულის დალოცვაზე, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნებამ თვითმკვლელობა განუკურნებელი დაავადებით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისგან გასათავისუფლებლად ჩაიდინა.
ხაზი 260:
თუ პიროვნება განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, დასაშვებია თუ იგი უარს იტყვის მედიკამენტების მიღებასა და/ან გამოცოცხლებაზე. ამის მაგალითებია, როდესაც თირკმელების დაავადების მატარებელი პირი უარს დიალიზით მკურნალობაზე აცხადებს, ხოლო სიმსივნით დაავადებული პაციენტი კი – ქიმიოთერაპიაზე.
 
'''===ბუდიზმი'''===
 
ბუდისტთა შორის ევთანასიასთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი:
ხაზი 278:
როდესაც ევთანასიასთან დაკავშირებით ჰკითხეს, დალაი ლამამ განაცხადა, რომ ბუდისტების რწმენით ყველა სიცოცხლე ძვირფასია და მითუმეტეს ადამიანისა, და დაამატა: `ვფიქრობ ჯობს ევთანასია თავიდან ავიცილოთ”. `მაგრამ ამავე დროს მე ვფიქრობ აბორტზე, რომელსაც ბუდიზმი მკვლელობის აქტად აღიქვამს... ბუდიზმს ჩვევია კარგსა და ცუდ მხარეებზე, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მსჯელობა”. მან მაგალითად მოიყვანა კომაში ჩავარდნილი პიროვნება, რომელსაც გამოჯანმრთელების შესაძლებლობა არ აქვს ან ფეხმძიმე ქალბატონი, რომლის სიცოცხლეს ან ჩვილის სიცოცხლესაც მშობიარობის შედეგად საფრთხე ექმნებოდა, ანუ ის შემთხვევები, როდესაც უმოქმედობის გამო კიდევ უფრო დიდი ზიანი შეიძლება დადგეს. `ბუდისტების გადმოსახედიდან ვფიქრობ ეს განსაკუთრებული შემთხვევებია”, თქვა მან. `ასე რომ უმჯობესია, თუ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ საქმეთა საფუძველზე მიიღება”.
 
'''==ევთანასიის წინაპირობები'''==
 
არსებობდა დღესდღეობით უსარგებლო აპარატი, რომელიც ევთანასიის ჩატარებას დიდი რაოდენობის პრეპარატების მიცემის გზით აადვილებდა. აპარატის ეკრანზე მომხმარებელისთვის ჩნდებოდა მისაღები ზომებისა და კითხვების სერია, რათა იგი დარწმუნებულიყო, რომ პიროვნება სრულად იყო მომზადებული. აპარატი დღეს მუზეუმშია ექსპონირებული.
 
Line 358 ⟶ 357:
შესაძლებელია იმაზე დავა, თუ რატომ არის არგუმენტები ასე დაჯგუფებული, და რომ მრავალი არგუმენტი შესაძლოა ერთზე მეტ კატეგორიაში მოხვედრილიყო.
 
'''==არგუმენტები==
===რელიგიური არგუმენტები (Religious arguments)'''===
 
• ევთანასია ღმერთის სიტყვასა და ნებას ეწინააღმდეგება;
ხაზი 365:
• ნებაყოფლობითი ევთანასია დამღუპველი გზაა, რომელსაც იძულებითი ევთანასიისა და უსარგებლოდ მიჩნეულ ადამიანთა მოკვდინებისკენ მივყავართ.
 
'''===ეთიკური არგუმენტები (Ethical Arguments)'''===
 
• ევთანასია ასუსტებს საზოგადოების მხრიდან სიცოცხლის სიწმინდის პატივისცემას;
ხაზი 373:
• ევთანასია ზეგავლენას არა მხოლოდ პაციენტის, არამედ სხვა ადამიანთა უფლებებზეც ახდენს.
 
'''===პრაქტიკული არგუმენტები (Practical Arguments)'''===
 
• სათანადო პალიატიური მზრუნველობის შედეგად ევთანასია აღარ არის საჭირო;
ხაზი 399:
• როგორც წესი, `არ გაცოცხლების" შესახებ ბრძანებები მოხუცებულთა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე აფრო-ამერიკელი მოსახლეობის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მომხმარებელთა, არაინგლისურენოვანი მოსახლეობისა და შიდსით დაავადებულთა მიმართებაში გამოიყენება. ეს მიუთითებს, რომ ექიმებს შექმნილი აქვთ სტერეოტიპები იმის შესახებ, თუ ვინ არ არის გადარჩენის ღირსი.
 
'''===ევთანასიის მომხრე არგუმენტები:'''===
 
ევთანასიის ოპონენტებს არ სჯერათ, რომ შესაძლებელია ისეთი კანონებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომელიც ევთანასიის ბოროტად გამოყენებას აღმოფხვრის.
ხაზი 421:
მართლაც, პაციენტი, რომელსაც ეშინია რომ მას ზეწოლის ქვეშ ევთანასიის სასარგებლოდ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, შეძლებდა ევთანასიასთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურების დაწყებას საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად - რისი გაკეთებაც პაციენტებს ამჟამად არ შეუძლიათ.
 
'''==რეგულირების ელემენტები'''==
 
იმისათვის, რათა გარანტიები გონივრული და ეფექტური იყოს, ის უნდა მოიცავდეს გამოკვლევას პაციენტის ფსიქიკის, მისი ოჯახის დინამიკის, გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეებისა და ისეთი მარტივი საკითხების შესახებ, როგორიცაა პაციენტის სამედიცინო კონდიცია და დაავადების განვითარების შესაძლო კურსი.
ხაზი 431:
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები დროის მომცველი და ხარჯიანია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაპრაქტიკულია.
 
'''==ორეგონული მიდგომა'''==
 
აშშ-ს ორეგონის შტატში ექიმის დახმარებით თვითმკვლელობის ლეგალიზება 1998 წელს მოახდინეს. მარტო პირველი სამი წლის განმავლობაში ამ არჩევანით თვეში დაახლოებით ორი ადამიანი სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის დასასრულებლად. ეს იმიტომ, რომ ევთანასიის ჩატარებაზე თანხმობის მისაღებად მკაცრი პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო:
ხაზი 449:
ევთანასიის შემთხვევების მცირე რაოდენობის სხვა მიზეზი განპირობებული იყო იმ ექიმის მოძიების სირთულით, რომელიც ასეთ თხოვნას შეასრულებდა. ორეგონის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, მსგავსი განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული პაციენტების მკურნალი ექიმების მხოლოდ ერთი მეხუთედი გამოწერდა მოთხოვნილ სასიკვდილო მედიკამენტს.
 
'''===ჰოლანდიური მიდგომა'''===
 
ჰოლანდიაში ნებაყოფლობითი ევთანასია და თვითმკვლელობაში დახმარება ჯერ კიდევ სისხლის სამართლის დანაშაულებია, მაგრამ ექიმები გარკვეულ გარემოებებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულნი არიან. ჰოლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად ექიმი:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევთანაზია“-დან