ხევი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის [[საქართველო]]ს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან ([[საქართველოს სამხედრო გზა]], [[დარიალის ხეობა]]). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა ([[1620-იანები|1620-იანი]] წლებიდან [[1743]] წლამდე, [[არაგვის საერისთავო|არაგვის საერისთავოს]] გაუქმებამდე). 1743 წელს ხევი მიმდებარე ტერიტორიებთან (თრუსოს ხეობა, [[მთიულეთი]], [[გუდამაყარი]]) საუფლისწულო მამულებად გამოცხადდა და [[ერეკლე II]]-ის შვილების გამგებლობაში გადავიდა. [[XVIII საუკუნე]]ში ხევი იყოფოდა [[სტეფანწმინდა|სტეფანწინდის]], [[სნო]]ს, [[ფანშეტი]]სა და [[მნა|მნის]] სამოურავოებად.
 
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი [[დუშეთის მაზრა]]ში მოექცა. მთიულეთის [[1804]] წლის აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1917 წლისთვის ხევი 45 სასოფლო საზოგადოება იყო, აქედან 20 ქვემო ხევში, 25 კი ზემო ხევში. 1930 წელს დუშეთის მაზრა გაუქმდა და დაიყო სამ რაიონადრაიონებად. ხევი მოექცა [[ყაზბეგის რაიონი]]ს შემადგენლობაში.
 
==ისტორიული ძეგლები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევი_(მხარე)“-დან