23-ე ბრიგადა (აფხაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ამდენი ხნის განმავლობაში წყაროს გარეშეა საკმაოდ საეჭვო ინფორმაცია
ხაზი 25:
 
[[სოჭის შეთანხმება|სოჭის შეთანხმების]] შემდეგ სოხუმიდან არტილერია და მძიმე მექნიკა მთლიანად ფოთში გაიტანეს. სოხუმში მხოლოდ გამოცდილი ბატალაიონები დატოვეს და გადააკეთეს ე.წ. „შინაგან ჯარად“. 23-ე ბრიგადიდან ასეთები იყვნენ პირველი, მეექვსე და მესამე ბატალიონები. ჯარიკაცები ძირითადად ავტომატური შაშხანების ამარა დარჩნენ მზარდი მტრის წინაამღდეგ. სეპარატისტების მიერ ზავის დარღვევის მომენტში ბრიგადა და ფრონტი ფაქტობრივად დეორგანიზებული იყო ქართული მხარის მეამიტური მოქმედებების გამო. ამიტომაც სოხუმზე შეტევისას ბრიგადის ბატალიონების უმრავლესობამ მოულოდნელი დარტყმები მიიღო გუმისთის ფრონტზე. თუმცა მათ ქალაქის დაცემამდე 27 სექტემბრამდე არ დათმეს პოზიციები. პირველი ბატალიონი კი, რომელიც აჩადარასთან ტექნიკის გარეშე იდგა და მტრის მასიურ შეტევას რესურსების გარეშე ოთხ დღეს უძლებდა უკან დაიხია და სოფელ [[ლინდავა]]ში გამაგრდა. ბატალიონი აგრძელებდა ბრძოლას სეპარატისტების წინაამღდეგ. 24 სექტემბერს ამავე სოფელში მოხდა დიდი შეტაკება, რომელსაც მისი მიწასთან გასწორება მოყვა. პირველმა ბატალიონმა უკან დაიხია და სოფელ კელასურში გამაგრდა, სადაც ქალაქში შემავალ ბატალიონებს 27 სექტემბერამდე ებრძოდა. ბრიგადის მეთაურმა გენო ადმაიამ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და დამხმარე ძალებით ქალაქში შეღწევა სცადა და სწორედ კელასურთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა. მეექვსე და მესამე ბატლაიონები კი დიდი დანაკარგით, მაგრამ გმირული ბრძოლით დაბრუნდნენ სოხუმის ქუჩების ბრძოლებიდან. ამის შემდეგ ბრიგადამ სვანეთის გავლით ჩააღწია [[ქუთაისი|ქუთაისამდე]]. ოფიციალურად ბრიგადამ 1994 წლამდე იარსება.
 
== დღევანდელობა ==
დღეს 23-ე ბრიგადის ბევრი ვეტერანია ცოცხალი. ნაწილი სისხლიან შეტაკებებში დაიღუპა, ნაწილმა ომის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,{{ფაქტი}} ხოლო არსებული ვეტერანები თითქმის საერთოდ არ განიცდიან ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან.{{ფაქტი}} მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირია.{{ფაქტი}}
 
== ლიტერატურა ==