მსოფლიო საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მართმ → მართლმ using AWB
No edit summary
ხაზი 8:
მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი — მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა-განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.
 
შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორმა მოიწვია. მაგრამ ეს ფაქტი არაა საკმარისი მიზეზი მსოფლიო საეკლესიო კრების სხვათა, სახელდობრ, საეკლესიო ინსტანციების მიერ მოწვევის შესაძლებლობის უარსაყოფად. შემადგენლობის მხრივ მსოფლიო კრება არის ეპისკოპოსთა კორპორაცია. პრესვიტერებსა და დიაკვნებს მასზე სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოოდმხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ. არცთუ იშვიათად ისინი კრებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საკუთარი ეპისკოპოსების ამალაში მყოფი მრჩევლები. კრებაზე ასევე დაშვებული იყო მათი სიტყვის მოსმენა. ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ეკლესიისათვის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მსვლელობაში ათანასე დიდის მონაწილეობას, რომელიც ნიკეაში დიაკონის ხარისხში, თავისი ეპისკოპოსის — წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელის თანმხლებ ამალაში მყოფი ჩავიდა, მაგრამ კრებათა განჩნებებს ხელს მხოლოდ ეპისკოპოსები ან მათი მონაცვლეები აწერდნენ. გამონაკლისი მეშვდე მსოფლიო კრების აქტებია, რომლებსაც ეპისკოპოსებთან ერთად მასზე მონაწილე მღვდელმთავრის პატივის არმქონე მონაზვნებმაც მოაწერეს ხელი. ეს დაკავშირებული იყო იმ განსაკუთრებულ ავტორიტეტთან, რომელიც ბერ-მონაზვნებმა მოიპოვეს კრების წინარე ხატმებრძოლობის ეპოქაში ხატთაყვანისცემის მტკიცე აღმსარებლობითი დაცვის წყაობით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ კრების მონაწილე ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ხატმებრძოლებისათვის დათმობებით საკუთარი თავის კომპრომენტირება მოახდინა. მსოფლიო კრებების დადგენილებების ქვეშ იმპერატორების ხემოწერები პრინციპულად სხვაობდნენ ეპისკოპოსებისა და მათი მოადგილეების ხელმოწერისაგან. ისინი ოროსებს, კრებათა განსაზღვრებებს და კანონებს იმპერატორის კანონების ძალას ანიჭებდნენ და მათ უთანაბრებნენ.
 
ადგილობრივი ეკლესიები მსოფლიო კრებაზე სხვადასხვაგვარი სისრულით იყო წარმოდგენილი. მსოფლიო კრებებში რომის ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წარმოამადგენელი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებების ავტორიტეტი მაღალი იყო. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკიდურესად მცირერიცხოვანი, თითქმის სიმბოლური იყო ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წარმომადგენლობა. კრების მსოფლიოობის აღიარებას არასოდეს განაპირობებდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის პროპორციული დასწრება.