რომის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
85.118.105.65-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 79:
სერვიუს ტულისის ვერაგი მკვლელობის შემდეგ გამეფდა [[ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი]]. იგი დესპოტური და უსამართლო მმართველი იყო, სენატის და ხალხის აზრს სრულიად არ ითვალისწინებდა. იგი არ იყო ცუდი მხედარმთავარი, მაგრამ მისი სამხედრო გეგმებიც ისეთივე ვერაგული იყო როგორც მისი ხასიათი. ქალაქ გაბიასთან ომში მან საკუთარი შვილი, '''სექსტ ტარკვინიუსი''', გაგზავნა მტრის ბანაკში, ვითომ და ახალგაზრდა სექსტი მამას გაექცა. გაბიელებმა დაიჯერეს ეს ამბავი და კარგად მიიღეს სექსტი. მან ინტრიგებით მოახერხა ყველაზე პატივსაცემი მოქალაქეების განდევნა, რის შემდეგაც, რომაელებმა ქალაქი ადვილად დაიკავეს.
 
ერთ დღეს ლუციუსის სასახლეში შეცოცდა გველი, ამ ნიშნის განსამარტად მან გაგზავნა დელფოს ორაკულთან თავისი შვილები და ძმისშვილი [[ლუციუს იუნიუს ბრუტუსი|ლუციუს იუნიუსი]], რომესაცრომელსაც '''"ბრუტუსს"''' (სულელს) უწოდებდნენ. ორაკულმა მათ უწინასწარმეტყველა, რომ რომში უზენაეს ძალაუფლებას ის მიიღებს, ვინც პირველი აკოცებს დედას. ტარკვინიუსებმა ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა რომ დედაში მიწა იგულისხმებოდა და აკოცა მიწას.
 
სექსტ ტარკვინიუსის უზნეობა იქამდე მივიდა, რომ მან გააუპატიურა ერთ-ერთი მხედართმთავრის ცოლი, პატივცემული და დიდგვაროვანი ქალი. ცოლმა ეს ამბავი უამბო თავის მეუღლეს ბრუტუსის თანდასწრებით და თავი მოიკლა. ამ ამბავმა რომაელი ხალხი აღაშფოთა და მათ აჯანყება მოაწყეს, რომელსაც სათავეში ბრუტუსი ჩაუდგა. ამის შემდეგ ტარკვინიუსი იძულებული გახდა [[ეტრურია|ეტრურიაში]] გაქცეულიყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომის_სამეფო“-დან