ზურაბ საკანდელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზურაბ საკანდელიძე''' (დ. [[9 აგვისტო]], [[1945]], [[ქუთაისი]], [[საქართველოს სსრ]] — გ. [[25 იანვარი]], [[2004]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[კალათბურთი|კალათბურთელი]]. სიმაღლე — 186 [[სმ]]. თამაშობდა [[დინამო თბილისი (საკალათბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოსა]]“ ([[1963]]–[[1975]] წლებში) და [[სსრკ]] ნაკრებში ([[1965]]–[[1973]]) წლებში).
 
ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ საკანდელიძე და [[მიხეილ ქორქია]] ფლობენ. [[1967]] წელს, ჰელსინკში (ფინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. [[1979]]–[[1983]] წლებში საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო. [[2006]] წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების — ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირს.