მარსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 113:
'''მარსი''' (ძვ. ქართული სახელწოდება '''მარიხი'''<ref>ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო დე ჩილე: [[ავთანდილ მერაბაშვილი]], [[1957]]. — 262 გვ.</ref>) — მეოთხე პლანეტა სიშორითა და [[მერკური]]ს შემდეგ, ზომით ყველაზე მცირე პლანეტა [[მზის სისტემა]]ში. მას რომაული ომის ღმერთის [[მარსი (ღმერთი)|მარსის]] სახელი ჰქვია ([[არესი]] ბერძნულ მითოლოგიაში). მარსს მეტსახელად ”წითელ პლანეტასაც” უწოდებენ, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობის გამო, რაც [[მაგემიტის]] (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.
 
მარსი [[დედამიწის ჯგუფის პლანეტებს]] მიეკუთვნება, მისი [[ატმოსფერო]] გაიშვიათებულია (დედამიწასთან შედარებით წნევა მარსის ზედაპირზე 160-ჯერ მცირეა). პლანეტის რელიეფის თავისებურებას წარმოადგენს: [[მთვარე|მთვარის]] მსგავსი [[კრატერი|კრატერები]] (ისინი [[ასტეროიდიმეტეორიტი|ასტეროიდებთანმეტეორიტებთან]] შეჯახებითაა გამოწვეული), [[ვულკანი|ვულკანები]], [[უდაბნო|უდაბნოები]], [[ხეობა|ხეობები]] და დედამიწის მსგავსი [[პოლარული ყინულის ქუდი|პოლარული ყინულის ქუდები]].
 
მარსს ორი ბუნებრივი [[თანამგზავრი]] გააჩნია - [[ფობოსი (თანამგზავრი)|ფობოსი]] და [[დეიმოსი (თანამგზავრი)|დეიმოსი]] (ბერძნულიდან, "შიში" და "საშინელება", არესის შვილების სახელებია, რომლებიც ომის დროს მუდამ მის გვერდით იმყოფებიან). ორივე თანამგზავრი მცირე ზომისაა (ფობოსი - {{nobr| 26,8×22,4×18,4 კმ}}, ხოლო დეიმოსი - {{nobr|15×12,2×10,4 კმ}}) და უსწორმასწორო ზედაპირი გააჩნია.
ხაზი 127:
1960-იანი წლებიდან [[ავტომატური კოსმოსური აპარატი|ავტომატური კოსმოსური აპარატების]] მეშვეობით მარსის შესწავლას ცდილობდნენ: [[ამერიკის შეერთებული შტატები]] (პროგრამები: "[[პროგრამა მარინერი|მარინერი]]", "[[პროგრამა ვიკინგი|ვიკინგი]]", «[[Mars Global Surveyor]]» და სხვა), [[საბჭოთა კავშირი]] (პროგრამები: "[[პროგრამა მარსი|მარსი]]" და "[[პროგრამა ფობოსი|ფობოსი]]"), [[ევროპული კოსმოსური სააგენტო|ევროპის კოსმოსური სააგენტო]] (პროგრამა, "[[პროგრამა მარს-ექსპრესი|მარს-ექსპრესი]]") და [[ინდოეთი]] (პროგრამა, "[[პროგრამა მანგალიანი (Mars Orbiter Mission)|მანგალიანი]]"). მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც დედამიწიდან 1964 წელს გაუშვეს. დღეისთვის მარსი დედამიწის შემდეგ, ყველაზე დაწვრილებით შესწავლილი პლანეტაა.
 
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიმპი, რომელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლე თითქმის 28 ათასი [[მეტრი]], ანუ 28 [[კილომეტრი]]ა.
 
მარსის ბრუნვის პერიოდი, სეზონური ციკლები და დახრილობა, რომელიც სეზონებს განსაზღვრავს ძალიან ჰგავს დედამიწისას. მარსზე გვხვდება ისეთ საოცრება, როგორიცაა [[ოლიმპი (მარსი)|ოლიმპოს მთა]], ყველზე დიდი ვულკანი და სიმაღლით მეორე მთა (28 000 [[მეტრი]]) მზის სისტემაში. ასევე ვხვდებით [[მარინერის ხეობები|მარინერის ხეობებს]], რომელიც მზის სისტემაში უდიდეს კანიონს წარმოადგენს. დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.
 
2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).
 
იქაურ ზამთარში მარსის პოლუსებზე ტემპერატურა -130&nbsp;°C -მდე ეცემა, პოლუსებზე,ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0&nbsp;°C-დან 30&nbsp;°C-მდე მერყეობს ეკვატორზე.
 
დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც წარსულში მარსის სიცოცხლისთვის ვარგისობას შეისწავლიან, და ამავდროულად აფასებენ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. სამომავლოდ დაგეგმილია ასტრობიოლოგიური მისიები. მცირე ატმოსფერული წნევის გამო მარსის ზედაპირზე შეუძლებელია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა.
2020 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარსი“-დან