წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
პირველად, მოვიდა ერთი ებრაელი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, შეეხო ცხოველ სვეტს და იქვე აეხილა თვალი და მოიქცა ქრისტიანობაზე.
 
მეორედ, ერთი ყრმა სეფე–წული, წარმართი, რვა წლის სნეული იყო (ეს სეფე–წული N/Sin50-ში მოიხსენიება, როგოცროგორც „ამაზასპეანი“, ხოლო „[[მეფეთა ცხოვრება]]“–ში – „ამაზასპანი“). მოიყვანა ის დედამისმა, საკაცეზე დააწვინა სვეტის წინაშე წმინდა ნინოს მის განკურნებას ევედრებოდა.
 
მაშინ შეახო ნინომ თავისი ხელი სვეტიცხოველს, შემდეგ დაადო ყრმას და ჰკითხა: „გწამს იესო ქრისტე, ცოცხალი ღმერთი ძე, მთელი ქვეყნიერების საცხონებლად ხორცით მოსული?“. და ყრმამ უპასუხა: „დიახ, დედოფალო, მწამს იესო ქრისტე, დაბადებულთა მხსნელი“. მაშინ წმ. ნინომ უთხრა: „განიკურნე ამიერიდან და ადიდებდე მას, ვისმა ძალამაც განგკურნა“. ყრმა მაშინათვე წამოდგა, თითქოს მანამდე არაფერი სტკენოდა და ამის გამო შიში დაეცა მეფესა და მთელ ხალხს.