ჟან კალვინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ჟან კოვენი დაიბადა [[1509]] წლის [[10 ივლისი|10 ივლისს]] ქალაქ ნუაიონში, [[საფრანგეთი]]. 14 წლის ასაკში მამამისმა, ადვოკატმა ჟერარ კოვენმა, გაგზავნა [[პარიზის უნივერსიტეტი|პარიზის უნივერსიტეტში]] ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სასწავლად. [[1532]] წელს [[ორლეანი|ორლეანში]] დაიცვა სადოქტორო ხარისხი.
 
[[1536]] წელს გაემგზავრა [[შვეიცარია|შვეიცარიის]] ქალაქ [[ბაზელი|ბაზელში]], თუმცა გზად შეჩერდა და, საბოლოოდ, დასახლდა [[ჟენევა]]ში. იმავე წელს ქალაქიდან გაქცევა მოუწია, ვინაიდან ძალაუფლება მისმა მოწინააღმდეგეებმა ჩაიგდეს ხელთ. [[1538]] [[1541]] წლებში [[სტრასბური|სტრასბურში]] მღვდლად მსახურობდა. [[1541]] წელს ჟენევის მაგისტრატმა სთხოვა ქალაქში დაბრუნება. კალვინი დაბრუნდა ჟენევაში, სადაც სიკვდილამდე იცხოვრა. კალვინის რეფორმატორული იდეები არამარტო შვეიცარიაში გავრცელდა, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ კალვინს არ ჰქონდა საერო ძალაუფლება, ნელ–ნელა ქალაქში დამყარდა რეჟიმი, რომელიც თეოკრატიულ დიქტატურას წააგავდა. კალვინს „ჟენევის პაპსაც“ კი უწოდებდნენ, ხოლო კალვინისტურ ჟენევას - „პროტესტანტულ რომს“<ref>,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის, ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი,, გვ. 152, ISBN 978-9941-419-01-0</ref>. კალვინისტები სასტიკად უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეებს: თავის შეურიგებელ მტრებს კოცონზე წვავდნენ. მიუხედავად ამისა, კალვინისტური ეკლესიის ორგანიზაციამ მაინც შეინარჩუნა შედარებით დემოკრატიული ხასიათი.
ხაზი 13:
== სერვეტის გასამართლება ==
 
იმ დროის ცნობილი მეცნიერი, ექიმი, თეოლოგი და ენათმეცნიერი [[მიგელ სერვეტი]], რომელიც წერდა ნაშრომებს [[სამების დოგმატი]]ს წინააღმდეგ, ჩაება კალვინთან მიმოწერაში. კალვინმა რამდენიმე მიმოწერის შემდეგ, თავის მეგობარს მისწერა: „თუ სერვეტი ხელში ჩავიგდე, არ ვაცოცხლებ“. მართლაც, ცოტა ხანში პირველი მცდელობა კალვინის მხრიდან ვენაში მოხდა, სადაც სერვეტი გამოიჭირა და ბრალი დასდო. სერვეტი ციხეში ჩასვეს, თუმცა იგი გაიქცა ციხიდან, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, სერვეტი [[ჟენევა]]ში გამოჩნდა, სადაც კალვინმა თავისი ქადაგებისას მსმენელებში ამოიცნო და დააპატიმრებინა. [[ჟენევა|ჟენევის]] კანონებით სხვა ქვეყნის მოქალაქის გასამართლება არ შეიძლებოდა, თუ იგი არაფერ ცუდსკრიმინალს არ ჩაიდენდა ქალაქში. თუმცა კალვინმა მთელი თავისი გავლენა გამოიყენა, არამარტო თავის ქვეყანაში, არამედ წერილები დააგზავნა სხვა ქალაქებში და სთხოვა იქ მყოფთ, რომ სერვეტის მოკვლაში დახმარებოდნენ. საბოლოოდ, კალვინმა თავისი გაიტანა და განაჩენი [[26 ოქტომბერი|26 ოქტომბერს]] დამტკიცდა — 41 წლის სერვეტის ცეცხლზე დაწვა მიესაჯა. თავისი წიგნები მიაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს, მისი ბოლო სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, ძეო მარადიული ღვთისა, შემიწყალე მე“. კალვინი ამის შემდგომ წერდა: „უნდა განადგურდნენ ესენი (ანაბაპტისტები) ისე, როგორც ესპანელი სერვეტი გავანადგურე...“
 
[[1903|1903]] წელს კალვინისტებმა სერვეტის მკვლელობის ადგილას დაფა გააკეთეს წარწერით: „ვაღიარებთ და ვწუხვართ კალვინის შეცდომის გამო, რომელიც იყო მისი დროის შეცდომა.“<ref>[http://maps.google.com/maps?f=q&source=s_q&hl=en&geocode=&q=rue+servet+geneve+suisse&sll=37.0625,-95.677068&sspn=41.903538,92.724609&ie=UTF8&hq=&hnear=Rue+Michel+Servet,+Gen%C3%A8ve,+Switzerland&ll=46.193304,6.152043&spn=0.008972,0.022638&z=16 Rue Michel Servet, Genéve, Switzerland] at Google maps</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_კალვინი“-დან