ზურაბ საკანდელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ზურაბ საკანდელიძე''' (დ. [[9 აგვისტო]], [[1945]], [[ქუთაისი]], [[საქართველოს სსრ]] — გ. [[25 იანვარი]], [[2004]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[კალათბურთი|კალათბურთელი]]. სიმაღლე — 186 [[სმ]]. თამაშობდა [[დინამო თბილისი (საკალათბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოსა]]“ ([[1963]]–[[1975]] წლებში) და [[სსრკ]] ნაკრებში ([[1965]]–[[1973]] )წლებში.
 
ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ საკანდელიძე და [[მიხეილ ქორქია]] ფლობენ. [[1967]] წელს, ჰელსინკში (ფინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 1979–1983[[1979]]–[[1983]] წლებში საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო. [[2006]] წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების — ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირს.
 
[[2011]] წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „ზურაბ საკანდელიძე“. [[2015]] წლის 14 ოქტომბერს, ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში მისი ბიუსტი დაიდგა, გამოიცა ზურაბ ჯავახაძის წიგნი „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე — ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი“ და მოეწყო ფოტოგამოფენა. [[2017]] წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „3 წამი“ (რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი), რომელიც [[საბჭოთა კავშირი]]ს კალათბურთელთა ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, ზურაბ საკანდელიძის როლი ირაკლი მიქავამ შეასრულა. თბილისში, ბაგებში, ერთ-ერთი ქუჩა ზურაბ საკანდელიძის სახელობისაა.
 
==პირადი და გუნდური მიღწევები==
* სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
* ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.
 
== ძირითადი შედეგები ==
{| class="wikitable"
|-
! წელი !! ტურნირი !! მასპინძელი !! ადგილი
|-
| 1965 || ევროპის ჩემპიონატი || სსრკ || {{Gold1}}
|-
| 1967 || ევროპის ჩემპიონატი || ფინეთი || {{Gold1}}
|-
| 1967 || მსოფლიო ჩემპიონატი || მონტევიდეო, ურუგვაი || {{Gold1}}
|-
| 1968 || ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები || მეხიკო, მექსიკა || {{Bronze3}}
|-
| 1969 || ევროპის ჩემპიონატი || იტალია || {{Gold1}}
|-
| 1970 || მსოფლიო ჩემპიონატი || იუგოსლავია || {{Bronze3}}
|-
| 1971 || ევროპის ჩემპიონატი || გერმანია || {{Gold1}}
|-
| 1972 || ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები || მიუნხენი, გფრ || {{Gold1}}
|-
| 1973 || ევროპის ჩემპიონატი || ესპანეთი || {{Bronze3}}
|}
 
==რესურსები ინტერნეტში==
210

რედაქტირება