ციცერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
=== კატილინას შეთქმულება ===
 
ძვ.წ. 63 ციცერონი კონსულად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ციცერონმა [[კატილინას შეთქმულება]] გამოაშკარავაგამოააშკარავა. [[კატილინა]], ყოფილი სულანელი, სამხედრო გადატრიალების გზით ცდილობდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ზოგიერთი მონაცემით კატილინას შეთქმულებაში მოაწილეობდნენ [[კრასუსი]] და ახალგაზრდა [[იულიუს კეისარი]]. კატილინას ძირითადი მიზანი ვალთა [[კასაცია]] იყო, რომელიც ძალზედ აქტუალური [[პრობლემა]] იყო რომში [[სამოქალაქო ომი]]ს შემდეგაც. ციცერონმა კატილინას წინააღმდეგ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა სენატში. ციცერონთან ერთად კატილინარიების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა [[მარკუს პორციუს კატონი]]ც. ციცერონმა შეიპყრო და ამხილა რამდენიმე შეთქმული, რომლებიც შემდეგ სენატის დადგენილებით, [[სასამართლო]]ს გარეშე სიკვდილით დასაჯეს [[მამერტინის ციხე]]ში. კატილინა იძულებული იყო დაეწყო სამხედრო მოქმედებები. ქ. პისტორიასთან გაიმართა გადამწყვეტი [[ბრძოლა]] სენატის ჯარებსა და კატილინას შორის. როდესაც კატილინას, [[სალუსტიუსი]]ს სიტყვით დაუნახავს, რომ მისი ჯარი უკვე დამარცხებულია და ის მცირერიცხოვანი მეომრების ამარა რჩება, მოგონებია თავისი [[წარმოშობა]] და წინანდელი [[ღირსება]], შეჭრილა მტრის შემჭიდროებულ რიგებში და განგმირული დაცემულა. ციცერონის დამსახურება კატილინას შეთქმულების გამოაშკარავებაში უდიდესი იყო. ციცერონი სენატის სხდომაზე "[[სამშობლოს მამა]]დ" გამოაცხადეს (Pater Patriae). თვითონ ციცერონი კი ამბობს, რომ ″[[სამშობლოს მამა]]″ (Pater Patriae) მას უწოდა სენატორმა კატულუსმა.
 
=== ციცერონის გაძევება ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციცერონი“-დან