კონსტიტუციური მონარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.175.31-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 3:
 
თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი კონსტიტუციურია. [[ევროპა|ევროპის]] მონარქიულ სახელმწიფოებში მონარქების პოლიტიკური ძალაუფლება სიმბოლური ხასიათისაა.
კონსტიტუციური მონარქიისათვის დამახასიათებელია უფლებების საკანონმდებლო შეზღუდვა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სფეროში; ასევე ხელისუფლებათა მკვეთრი გამიჯვნა. მართალია, მონარქი ნიშნავს მთავრობას, მაგრამ ეს უკანასკნელი პასუხს აგებს არა მონარქის, არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ გამოიყენება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, ე.ი. მონარქის აქტები სისრულეში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის მიერ ვიზირების შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი მთლიანად დამოუკიდებელია. როგორც ვხედავთ, მონარქის უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ შეზღუდულია, იქამდეც კი, რომ მონარქის პირადი ცხოვრების ზოგიერთ საკითხსაც მოიცავს. მაგალითად, ქორწინება, სასახლის სამსახური და სხვა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. სწორედ ამიტომ არსებობს გამოთქმა „მეფობს, მაგრამ არ მართავს“.
 
ზემოთხსენებული, რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ მონარქი მხოლოდ დეკორატიული ფიგურაა სახელმწიფოში. ამას ნათლად ადასტურებს მოსაზრება, რომლის მიხედვით, „მონარქის თანხმობის გარეშე შეუძლებელია რაიმე ცვლილება შევიდეს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებაში. ეს მომენტი აუცილებლად იგულისხმება მონარქის ცნებაში, ვინაიდან იქ, სადაც სახელმწიფოს ძირითადი კანონი შეიცვალა მონარქის თანხმობის გარეშე, არ არსებობს მონარქია“. მონარქი წარმოადგენს ერის სახელმწიფო სიმბოლოს.
 
მონარქია შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი და არჩევითი. მემკვიდრეობითი მონარქიის დროს მონარქის მოწვევა ხდება ტახტის მემკვიდრეობის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ოჯახიდან ან დინასტიიდან. არჩევით მონარქიას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა ტახტის გადაცემა ერთი პირისაგან მეორეზე ხდება არჩევნების, როგორც განსაზღვრული იურიდიული აქტის საფუძველზე.
== ლიტერატურა ==
* G. W. F. Hegel, ''Elements of the Philosophy of Right'' (Allen W. Wood, ed., H.B. Nisbet, trans.) Cambridge University Press, 1991. ISBN 0-521-34438-7 (originally published as Georg Friedrich Wilhelm Hegel, ''Philosophie des Rechts'', 1820).