დიდი ქალაქის ჩირაღდნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
== გადაღება ==
ჩარლი ჩაპლინი ცნობილი იყო როგორც [[პერფექციონისტი]]; ის განთქმული იყო გაცილებით მეტი გამეორებით ვიდრე ნემისმიერი სხვა რეჟისორი იმ პერიოდში. ერთი პერიოდი [[ვირჯინია ჩერილი]] დაითხოვა კიდეც და [[ჯორჯია ჰეილი]]ს გადაღება დაიწყო მთავარ როლში ფილშიფილმში „[[ოქროს ციებ-ცხელება]]“, თუმცა ეს ზედმეტად ძვირი დაჯდა, მისი ბიუჯეტისთვისაც კი, და მას ჩერილის დაბრუნება მოუწია „დიდი ქალაქის ჩირაღდნების“ დასასრულებლად. ფილმი 1929 წელს დასრულდა, თუმცა ეკრანებზე მხოლოდ ორი წლით გვიან გამოვიდა.
 
ფილმის გადაღების პერიოდში კინოინდუსტრიის სტანდარტი ხმოვანი კინო იყო. მუნჯი კინოს მსახიობები ზოგადად გახმოვანებული ფილმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ჩაპლინმა ამ ფილმის მუნჯად გადაღება მხოლოდ მისი [[ჰოლივუდი|ჰოლივუდზე]] ზეგავლენითა და ფილმის გადაღებისას სრული დამოუკიდებლობით მოახერხა. ფილმს ფონად მუსიკა გასდევს, მცირეოდენი სხვა გაურკვეველი ხმოვანი ეფექტებით; დიალოგები სატიტულო ჩანართებით იყო წარმოდგენილი. ფილმის გადაღების დასრულებისას მაყურებლები უკვე ხმოვანი კინოთი იყვენენ გატაცემული და მუნჯი ფილმი არავის გაინტერესებდა. 1931 წელს ხმოვან ფილმებზე აჟიოტაჟი უკვე ჩამცხრალი იყო და ჩაპლინის ფილმი ამ დროს ერთგვარ ინოვაციად ჩაითვალა. თუმცა მოდა 1929 წელთან შედარებით უკვე შეცვლილი იყო და ფილმი მაყურებლისთვის ერთგვარად ანაქრონისტული ჩანდა.