ოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59:
'''ოშკი''' — წმ. იოანე ნათლიმცემლის სახლობის X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული [[მონასტერი|სამონასტრო]] ცენტრი ისტორიულ [[ტაო]]ში, [[თორთუმისწყალი|თორთუმისწყლის]] მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ [[ჩემლიამაჩი|ჩემლიამაჩში]], ამჟამინდელ [[თურქეთი]]ს [[პროვინცია]] [[ერზერუმი (პროვინცია)|ერზერუმში]]. ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. [[სვეტიცხოველი]], [[ბაგრატის ტაძარი]], [[ალავერდი (მონასტერი)|ალავერდი]]). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.
 
კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს [[ბაგრატიონები]], [[ადარნასე III]] [[კურაპალატი]]ს შვილები — [[ბაგრატ ერისთავთერისთავი]] და დავით მაგისტროსი (იგივე [[დავით III|დავით III დიდი კურაპალატი]]). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს [[ტეტრაკონქიტრიკონქი|ტეტრაკონქსტრიკონქს]], თავისუფალი [[გუმბათი]]თ. ტაძრის [[ჯვარი|ჯვრისებრი]] მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა [[აფსიდა|აფსიდების]] სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული [[რელიეფი|რელიეფებითა]] და [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებით]]. [[ფრესკა|მოხატულობიდან]] მცირედია შემონახული.
 
მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა [[სომხები|სომეხმა]] სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა [[1843]]-[[1853]] წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.
ხაზი 86:
 
=== გეგმა ===
ოშკის ტაძრის [[გეგმა]] იმეორებს [[იშხანი|იშხნის]] ტაძრის გეგმას, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით და ამასთან უფრო გართულებულია. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 [[მეტრი]]ა (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში ≈36 მ, ხოლო სიმაღლე ≈40 მ. ოშკის გეგმა, მსგავსად იშხნისა, ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს [[ტეტრაკონქიტრიკონქი|ტეტრაკონქსტრიკონქს]], ე. ი. [[ჯვარი|ჯვრის]] 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული [[აფსიდი|აფსიდებით]] მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულგუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან [[ბაზილიკა]]სთან.
 
[[ფაილი:Oshki plan.jpg|300px|thumb|გეგმა I სართული<ref name="#02">ე. თაყაიშვილის ექსპედიციის ანაზომის მიხედვით</ref>]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოშკი“-დან