ბათუმის ბოტანიკური ბაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 2923910 ვერსია დაბრუნდება M. ვერსიაზე
No edit summary
ხაზი 3:
'''ბათუმის ბოტანიკური ბაღი''' — ბოტანიკური ბაღი [[ბათუმი|ბათუმში]], [[მწვანე კონცხი (ბათუმი)|მწვანე კონცხზე]], [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე, გაშენებულია 111 ჰა ფართობზე.
 
[[ჩაქვი]]ს მახლობლად, [[ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო გეოგრაფი, ბოტანიკოსი და მოგზაური [[პავლე ტატარინოვი]]. მან 1892 წელს 10 ჰექტარ ფართობზე შექმნა ე. წ. საკლიმატიზაციო ბაღი, რომელიც ახლა ბოტანიკური ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი. ბოტანიკური ბაღის დააარსა [[ხარკოვის უნივერსიტეტი]]ს პროფესორმა [[ანდრეი კრასნოვი|ანდრეი კრასნოვმა]]. მან 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაუდო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს.
 
ბოტანიკურ ბაღს მდინარე [[ჩქვისწყალი|ჩაქვისწყლის]] შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.