ივანე კერესელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაბადების წელი (1850) ჩანაცვლდა რეალური თარიღით 1829
No edit summary
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
ივანე ივანეს ძე კერესელიძე დაიბადა თბილისში, [[1829]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]]. [[1850]] წელს დაამთავრა [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|თბილისის I გიმნაზია]], სადაც დაიწყო ლექსების წერა, გაეცნო ბეჭდვის საქმეს, მონაწილეობდა დრამატული დასის საქმიანობაში. [[1851]] წელს სამეგრელოს მთავარმა [[დავით დადიანი|დავით დადიანმა]] მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ–მასწავლებლად და გულუხვადაც დაასაჩუქრა; ეს ქონება კერესელიძემ ქართული კულტურის სასარგებლოდ გამოიყენა. თბილისში დაბრუნებულმა კერესელიძემ დაიწყო ბრძოლა თეატრის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ — [[1856]] წელს თეატრმა არსებობა შეწყვიტა.
 
ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროიდან ოცნებობდა, ხოლო 1853–იდან სათავეში ჩაუდგა ფართო მოსამზადებელ საზოგადოებრივ მოძრაობას. რამდენიმე წლის დაჟინებული ცდის შედეგად შეძლო მოეპოვებინა ჟურნალის გამოცემის ნებართვა, რომელიც ოფიციალურად [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ განახლებული გამოცემა უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი სრულიად განსხვავებული ახალი ტიპის ჟურნალი გამოვიდა, რომლის უცვლელი რედაქტორ–გამომცემელი 18 წლის განმავლობაში ([[1857]]–[[1875|75]]) თავად იყო.