დავით სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ნიკოლოზ სარაჯიშვილი-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
[[სურათი:Davit Da Ekaterine Sarajishvilebi.jpg|მინი|left|დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა (1861―1911)]]
დავით სარაჯიშვილი დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ქართველი ვაჭრის - ზაქარია სარაჯიშვილისა და ელისაბედ სავანელის ოჯახში. თავდაპირველი განათლება ოჯახში მიიღო, [[1866]] წელს დაამთავრა [[თბილისის გიმნაზია]], შემდეგ სწავლა გააგრძელა [[პეტერბურგი |პეტერბურგის]] [[უნივერსიტეტი |უნივერსიტეტის]] საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე, სადაც სწავლებით უკმაყოფილო დარჩა და ევროპაში გაემგზავრა. ერთი წელი სწავლობდა [[მიუნხენის უნივერსიტეტი|მიუნხენის უნივერსიტეტში]], შემდეგ კი — [[ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი|ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში]], რომელიც [[1871]] დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. [[1872]]-[[1878]] ჰოენჰაიმისა და [[ჰალეს უნივერსიტეტი|ჰალეს უნივერსიტეტებში]] სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. [[1878]] გაემგზავრა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.
[[სურათი:Davit Sarajishvilis koniakis pavilioni (1889).jpg|მარჯვნივ|მინი|დავით სარაჯიშვილის კონიაკის პავილიონი (1889 წ.).]]
 
1880სამშობლოში წელს,დაბრუნებიდან მამისორი გარდაცვალებისწლის გამოშემდეგ სამშობლოშიშეირთო ბრუნდებაეკატერინე დაივანეს ცოლად ირთავს ეკატერინეასული ფორაქიშვილსფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.
 
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა [[კონიაკი]]ს წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ [[საქართველო]] ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და [[კავკავი|კავკავში]] არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ [[ლიქიორი]]ს ხოლო შემდეგ [[კონიაკი]]ს დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. [[1885]] სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. [[1888]] თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, [[მოსკოვი | მოსკოვში]], პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. [[1900]]-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. [[1889]]-[[1913]] სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.
ხაზი 15:
სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება | ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
 
სარაჯიშვილი აფინანსებდა ქართულ [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|სოციალ-დემოკრატიულ]] მოძრაობას და პირადად [[ნოე ჟორდანია]]ს. მას მიაჩნდა, რომ ქართული [[ბურჟუაზია]] არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა. ამიტომ აფინანსებდა სოციალ-დემოკრატებს და ამ საკითხის გამო პოლემიკა ჰქონდა მემარჯვენე ინტელიგენციასთან ([[ილია ჭავჭავაძე]], [[ნიკო ცხვედაძე]] და სხვ.)<ref>{{cite book| | first=''ნოე''| last=''ჟორდანია''| series=ქართული მემუარული ლიტერატურა | title=ჩემი წარსული (მოგონებანი) | publisher=„სარანგი“ |location=თბილისი |year=1990 | origyear=პარიზი, 1953| isbn= | edition=პირველი გამოცემა|page=64-65}}</ref>
 
== ლიტერატურა ==