ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 42:
 
[[ფაილი:The Great Hall, Hogwarts.jpg|thumb|300px|გადასაღები მოედანი]]
'''ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა''' — ჯადოქრების სკოლა [[ჯოან როულინგი]]ს რომანების სერიიდან „[[ჰარი პოტერი]]“. აქ მომავალი ჯადოქრები სწავლობენ მაგიას. მათი სკოლაში შესვლის შემდეგ ჰოგვორტსი 7 წლით მათი სახლი ხდება. ჰოგვორტსი დაცული ადგილია თუ მას მაგლი (არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. სკოლა აგრეთვე დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც. ჰოგვორტსში არის 4 ფაკულტეტი: '''გრიფინდორი''', '''ჰაფლფაპი{{refn|group=შენ|ქართულ გამოცემებში ნათარგმნია, როგორც ''ჰაფლეპაფი'', რაც არ შეესაბამება ორიგინალს, რომელშიც ასო e იყლაპება}}''', '''რეივენქლო''' და '''სლიზერინი'''.
 
წიგნში აღწერილი მოვლენების თანახმად, ჰოგვორტსის სკოლა 1000 წლის წინ ოთხმა ჯადოქარმა დააარსა. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც სუფთა სისხლის ჯადოქრები, ასევე მაგლური წარმოშობის ჯადოქრები. წიგნში აღწერილი მოვლენების შემდეგ ჰოგვორტსის დირექტორი არის პროფესორი [[მინერვა მაკგონაგელი]]. ამ პოსტს იკავებდნენ უდიდესი ჯადოქრები [[ალბუს დამბლდორი]], [[სევერუს სნეიპი]], არმანდო დიპეტი და სხვა.
 
==დამაარსებლები==
ხაზი 54:
 
=== ჰელგა ჰაფლპაფი ===
'''ჰელგა ჰაფლპაფი''' — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა “ჰაფლპაფი”. ამ ფაკულტეტის სიმბოლოა [[მაჩვი]] შავ და ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაფლპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებასა და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაფლპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი კერძი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებსა და ნადიმებზე მზადდება, სწორედ ჰელგა ჰაფლპაფის რეცეპტებითაა მომზადებული.
 
=== სალაზარ სლიზერინი ===
'''სალაზარ სლიზერინი''' — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდ "სლიზერინი" ეწოდა ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო [[გველი]] იყო. სალაზარი პარსელი იყო, ამიტომ მას შეეძლო გველების ენაზე საუბარი. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის ბრწყინვალე ცოდნით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როვენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაფლპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, [[ბასილისკო]] დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი (მაგლური წარმოშობის) ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა.
 
=== გოდრიკ გრიფინდორი ===