ხვარშიული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ხვარშიული ენა''' — [[ნახურ-დაღესტნური ენები|ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის]] ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა. მასზე მეტყველებენ [[დაღესტნის რესპუბლიკა|დაღესტნის რესპუბლიკის]] [[წუმადის რაიონი]]ს აულებში ([[ხვარში]], [[ინხოყვარი]], [[კვანტლადა]], [[სანტლადა]], [[ხვაინი]]). მოიცავს 2 დიალექტს: საკუთრივ ხვარშიულსა და ინხოყვარულს. ხვარშიულ ენაზე ლაპარაკობს 1870 კაცი (2002).<ref>[http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=khv A language of Russian Federation]</ref>
 
ხვარშიული ენისთვის დამახასიათებელია მარტივი ხმოვნები: ა, ე, ი, ო, უ და მათი გრძელი და ნაზალიზებული ვარიანტები. ინხოყვარულსა და სანტლადურში არის ირაციონალური ხმოვანი (ჷ). მახვილი სუსტი, დინამიკური და ძირითადად მოძრავია. თანხმოვნებს ახასიათებს ხშულა სამეულების, სპირანტთა წყვილეულებისა და ცალეულების ნაკლული სისტემა. ფუძეებისათვის დამახასიათებელია სრულხმოვანება. გრამატიკული კატეგორიები უმთავრესად ნაწარმოებია სუფიქსებით. სახელისა და ზმნის საერთო კატეგორიებია [[გრამატიკული კლასი]] და რიცხვი მხოლოობოთ რიცხვში გარჩეულია 4 კლასი. ძირითადი ბრუნვები: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი და მოქმედებითი. დამახასიათებელია ლოკატიური ბრუნვების სერიათა რთული სისტემა. ბრუნება ერთფუძიანიცაა და ორფუძიანიც.