შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

== მემკვიდრეობა ==
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს ([[შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია]]). თბილისის [[რუსთაველის გამზირი|მთავარ გამზირსაც]] რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს [[შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი]], შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.
 
* 1965 წლის ივლისი. შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა სრულიად საკავშირო საიუბილეო კომიტეტი პოეტ ნ. ტიხონოვის თავმჯდომარეობით.
* 1965 წლის ოქტომბერი. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო კომიტეტის სხდომა.
* 1966 წლის სექტემბერი. გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სესია. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა და უცხოელმა მწერლებმა და მეცნიერებმა.
* 1966 წლის სექტემბერი. ახალციხეში გაიმართა მიტინგი რუსთაველის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით.
* 1966 წლის სექტემბერი. ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ამსახველი გამოფენა.
* 1966 წლის სექტემბერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეოდ წიგნისა და ილუსტრაციის გამოფენა მოეწყო, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ მრავალი ილუსტრაცია წარმოადგინეს.
* 1966 წლის ოქტომბერი. თბილისში რუსთაველის ძეგლთან, გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილისადმი მიძღვნილი საზოგადოების შეკრება.
* 1966 წლის ოქტომბერი. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.
* 1966 წლის ოქტომბერი. თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა „ოდა რუსთაველზე.“
* 1966 წლის ოქტომბერი. თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილისადმი მიძღვნილი სპორტული დღესასწაული.
* 1966 წლის ოქტომბერი. ქართული პოეზიის დღეებით დაიწყო მოსკოვში რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეო ზეიმი.
* 1966 წლის ოქტომბერი. მოსკოვში „ბოლშაია გრუზინსკაიას“ სკვერში გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი.
* 1966 წლის ოქტომბერი. მოსკოვის დიდ თეატრში რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო ჩატარდა.
* 1966 წლის ოქტომბერი. რუსთაველის სახელობის პრემიები მიენიჭათ უკრაინელ პორტს მიკოლა ბაჟანს და რუს მწერალს ნიკოლოზ ტიხონოვს.
* 1966 წლის ოქტომბერი. მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს ხელოვნების ოსტატთა კონცერტი გაიმართა.
* საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი ეკატერინა ფურცევა შოთა რუსთაველის იუბილეზე. ფოტოსურათი ამოღებულია ალბომიდან "როგორ ვიზარდეთ"<ref>[https://www.facebook.com/233293846845176/posts/1965-წლის-ივლისი-შოთა-რუსთაველის-დაბადების-800-წლისთავთან-დაკავშირებით-შეიქმნა-ს/719122558262300/ შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები]</ref>
 
== ლიტერატურა ==
10,881

რედაქტირება