მუხრანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მუხრანის ბრძოლა 1582''' — ბრძოლა [[ქართლის სამეფო|ქართლისა]] და [[ოსმალეთი]]ს ლაშქარს შორის. ქართლის მეფე [[სიმონ I]] სპარსელთა მხარდაჭერით იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და [[კახეთის სამეფო]]ების ლაშქარმა ალყა შემოარტყა [[თბილისი|თბილისს]]. ოსმალეთის სულთანმა არზრუმისა, დიარბექირისა და ჩილდირის ბეგლარბეგებსფაშებს დაავალა აღმოეჩინათ დახმარება თბილისის გარნიზონისათვის. აგვისტოს ბოლოს ოსმალთა 20 ათასიანი არმია ახალქალაქში ჩავიდა. აქ ოსმალებს ჩილდარისჩილდირის ბეგლარბეგიფაშა [[მანუჩარ II]] (იგივე ''მუსტაფა'') შეუერთდა. ოსმალთა ლაშქარი მანუჩარ II-ის რჩევით ბორჯომის ხეობაზე გავლით მუხრანის ველზე დაბანაკდა. ამ დროს იმერეთის, ოდიშისა და გურიის ლაშქარმა ოსმალთა ბრძანებით ქართლის სამეფო დაარბია. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. გადარჩენილმა ოსმალებმა ძლივს მიაღწიეს თბილისამდე. ქართველთა ლაშქარს დიდძალი ნადავლი და თბილისისსათვისთბილისისთვის გათვალისწინებული ხაზინა ჩაუვარდა ხელთ. სამცხეში დაბრუნებულმა ოსმალებმა მარცხი მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა დააპირეს, მაგრამ მანუჩარმა და მისმა მხლებლებმა ბრძოლით გააღწიეს ოსმალთა ბანაკიდან. სამცხის ათაბაგი ისევ გაქრისტიანდა და სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
1 114

რედაქტირება