ხერთვისის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.92.155-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gaga.vaa-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 59:
 
ციხის ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია. სამხრეთიდან, მტკვრის ხეობის მხარეს, გალავნის მეორე ზღუდეც იყო აგებული (დღეს ამ ზღუდის ნაწილი აღდგენილია). ციტადელი წაგრძელებული კლდის ბუნებრივ გეგმას იმეორებს და მასში რამდენიმე მძლავრი კოშკია ჩაშენებული. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. ხერთვისის ციხე საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში.
 
<br />
 
===ხერთვისის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია===
<br />[[ფაილი:Castle of Khertvis 50.JPG|მინი|ციხის ეკლესია]]
ხერთვისის ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე მოედანზე, ძველი ეკლესიის ადგილზე, გათლილი [[ტუფი]]ს კვადრებით დარბაზული ეკლესია-სამლოცველოა აგებული (გარე ზომებია 2,7 X 4,3 მ.), რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. საკურთხევლის მოხაზულობა დადაბლებული წრის ნახევარია. აფსიდის ქვედა ნაწილი და საკურთხევლის იატაკი, რომელიც ერთი საფეხურით არის ამაღლებული, კლდეშია ამოკვეთილი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერთვისის_ციხე“-დან