კალიები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი = კალიები | სურათის ფაილი = Acrididae grasshopper-2.jpg | სურ...
(განსხვავება არ არის)

11:48, 13 დეკემბერი 2007-ის ვერსია

კალიები (Acridoidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომათ იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომელიც ქაფისებრი სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკება. კანს 4—7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

კალიები
Anacridium aegyptium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Acridoidea

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 333, თბ., 1980