ჟორჟ კლემანსო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ჟორჟ ბენჟამინ კლემანსო''' ({{lang-fr|Georges Benjamin Clemenceau}}; დ. [[28 სექტემბერი]], [[1841]], [[მუირონანპარე]] — გ. [[24 ნოემბერი]], [[1929]], [[პარიზი]]) — [[საფრანგეთის რესპუბლიკა|საფრანგეთის რესპუბლიკის]] [[პრემიერ-მინისტრი]]. [[საფრანგეთი]]ს რადიკალური პარტიის ლიდერი.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ფრანგი პოლიტიკური აქტივისტის ოჯახში. [[ფიზიკა|ფიზიკის]] განხრით უმაღლესი განათლება ნანტის უნივერისტეტში მიიღო. შემდგომში [[პარიზი|პარიზში]] მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო ანტიკლერიკალური რადიკალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. [[1861]] პარიზში თანამებრძოლებთან ერთად დააარსა ყოველკვირეული გაზეთი „Le Travail“. [[1862]] დააპატიმრეს დემონსტრაციის გამართვისათვის. [[ნაპოლეონ III|ნაპოლეონ მესამის]] რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა, [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] გადასულიყო საცხოვრებლად და სამუშაოდ. მესამე რესპუბლიკის პერიოდში დაბრუნდა სამშობლოში, აირჩიეს წარმომადგენელთა საბჭოს წევრად. შემდგომში აგრძელებდა პოლიტიკურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. ეწინააღმდეგებოდა სინო-ფრანგულ ომს. [[1906]] რადიკალურ პარტიასთან ერთად მოიგო არჩევნები და გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი. [[1909]] წელს დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. [[1917]] წლის ნოემბერში კლემანსო მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამავდროულად იკავებდა ომის [[მინისტრი]]ს პოსტსაც.
 
==ლიტერატურა==
{{სდრ|230|ირემაძე ი.}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
*{{commonscat-inline|Georges Clemenceau}}
* [http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/კლემანსო_ჟორჟ ჟორჟ კლემანსო] — ბილიოვიკი
* {{Gutenberg author | id=Clemenceau,+Georges | name=ჟორჟ კლემანსო}}
* {{Internet Archive author |search=Georges Benjamin Clemenceau}}
 
{{DEFAULTSORT:კლემანსო, ჟორჟ}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1841]]