ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 65:
როგორც იმპერატრიცა, ელიზაბეთ კრისტინა მისი წინამორბედების მსგავსად აღწერილია როგორც მუსიკის მოყვარული, შრომისმოყვარე და ღვთისმოსავი ქალი. მას ძალიან უყვარდა ნადირობა, რაც ესპანეთში მის ძირითად გასართობს წარმოადგენდა. ამას გარდა მას ძალიან მოსწონდა თეატრში სიარულიც. ის და მისი ფრეილინები იმპერატორთან ერთად ჩვეულებრივად, როგორც კაცები ისე ნადირობდნენ ხოლმე და ბილიარდსაც კი თამაშობდნენ. მიუხედავად ყველაფრისა და კათოლიციზმზე მოქცევისა, როგორც ჩანს შინაგანად იგი კვლავ ლუთერანიზმის ერთგული დარჩა, რის გამოც იგი დიდად მფარველობდა პროტესტანტებს.
 
[[ფაილი:Rosalba Carriera, Empress Elisabeth Christine of Brunswick-Wolfenbüttel, Munich Residenz.jpg|მინი|მარცხნივ|ელიზაბეთ კრისტინა 1830 წელს]]
1713 წელს, მისი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ, კარლ VI ყველანაირად ცდილობდა მის პოლიტიკიდან ჩამოცილებას. მიუხედავად ამისა, იგი აღწერილია როგორც ინტელექტუალი და კარგი პოლიტიკური ალღოს მქონე ქალი, რომელსაც დიდი კავშირები ჰქონდა მინისტრთა კაბინეტთან. 1720-იან წლებში რუსეთთან და ჩრდილო გერმანულ სამთავროებთან გაფორმებული საზავო ხელშეკრულების შემდეგ, მას აეკრძალა თავისი ქალიშვილების ესპანეთის სამეფო ოჯახში გათხოვება, რისი დიდი სურვილიც მას ყოველთვის ჰქონდა.