განხილვა:მამა გაბრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
 
კი, იმდენია, რომ პირდაპირ ვიკიციტატაში უნდა გადავიტანოთ, ამას ალბათ, განხილვაც არ უნდა. თუმცა იქაც უკვე რაღაც არის, ამიტომ უნდა შევადაროთ და შესაბამისად, მხოლოდ ის გადავიტანოთ, რაც არ არის. --[[მომხმარებელი:Henry McClean|Henry McClean]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Henry McClean|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Henry McClean|წვლილი]]</sub> 08:32, 21 მარტი 2014 (UTC)
 
== სტატია ვერ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს ==
 
...სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. - ''რამდენად ენციკლოპედიური გამონათქვამია '''უფლის სადიდებლად?''' ხომ არ ჯობია, იყოს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ ეკლესია ააგო?
 
არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. - ''თუ ეს სისხლი შემოწმდა, კვლევითი დოკუმენტაცია უნდა იყოს წყაროში, ან ავთენტური მიუკერძოებელი წყარო.''
 
მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია. - ''ეს საერთოდ, უკომენტაროდ''
 
საეკლესიო წყაროებიდან წმინდანებზე სტატიების პირდაპირ ამოკოპირება არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და orthodoxy.ge არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო წყაროდ ისეთი წინადადებისთვის, სადაც წერია ''სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი'', ან ''დღემდე უხრწნელია'' და ა.შ.
თუ აუცილებელია, რომ ეს წინადადებები იყოს ტექსტში, მაშინ თვითონ სტატიის ენა უნდა იყოს ენციკლოპედიური. შეიძლება დაწერო, რომ ''მორწმუნეთა აზრით, მამა გაბრიელის საფლავზე აღებული...'' და ა.შ.
თვითონ სათაური, '''მამა გაბრიელი''' ასევე არაენციკლოპედიურად მიმაჩნია, რადგან ''მამა'' არ არის არც ოფიციალურად მიღებული წოდებამ, არც საყოველთაოდ მიღებული რელიგიური ტერმინი, როგორიცაა მაგალითად ''წმინდა'', ეს არის კონკრეტულ რელიგიურ დენომინაციებში გავრცელებული მიმართვის ფორმა. ჩვენ რომ ვწერდეთ სტატიას ვინმე ეპისკოპოსზე, რომელსაც, მაგალითისთვის, ჰქვია ავგუსტინე, სტატიის სათაურშიც და ტექსტშიც მოხსენიებული უნდა იყოს არა როგორც ''მეუფე ავგუსტინე'', არამედ როგორც ''ეპისკოპოსი ავგუსტინე''. მისაღები იქნებოდა სათაურები '''გაბრიელ ურგებაძე''', '''ბერი გაბრიელი''', '''წმინდა გაბრიელ ურგებაძე''' და ა.შ., მაგრამ არა ''მამა''. ვიკიპედიის მკითხველი არ უნდა იყოს ვალდებული, აღნიშნული პიროვნება ისევე მოიხსენიოს, როგორც ეს მორწმუნეს ევალება.
მსგავსი მდგომარეობაა, სულ მცირე, სტატიებში ''ნეტარი მატრონა'', ''სერაფიმ საროველი'' და ''წმინდა გიორგი''.
ჩემი აზრით, ეს არის მიუღებელი ზოგადად, ვიკიპედიისთვის და ეს საკითხი სასწრაფოდ საჭიროებს ყურადღებას და რეაგირებას. - [[მომხმარებელი:Anry.kiknavelidze|Anry.kiknavelidze]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Anry.kiknavelidze|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Anry.kiknavelidze|წვლილი]]</sub> 17:07, 18 მარტი 2019 (UTC)
გვერდ „მამა გაბრიელი“-ზე დაბრუნება.