ბოლნისი (ღვინო): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბოლნისი''' — ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებ...
(განსხვავება არ არის)

11:05, 18 მარტი 2019-ის ვერსია

ბოლნისიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ხარისხის მშრალი ღვინო. შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი.

„ბოლნისი“ თეთრი და ქარვისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის, ჩინურის და გორული მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. „ბოლნისი“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს და ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან. „ბოლნისი“ ვარდისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშების გადამუშავებით, წითელი ყურძნის დურდოზე თეთრი ყურძნის ტკბილის დადუღებით ან თეთრი და წითელი ღვინოების შერევით.

ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მიკროზონა მოიცავს ქალაქ ბოლნისსა და სოფლებს: რატევანი, ხატისსოფელი, რაჭისუბანი, სავანეთი, ტალავერი, ქვემო არქევანი, სამტრედო, ჭაპალა, ზვარეთი, სოფელი ბოლნისი, ქვეში, მუშევანი, აკაურთა, დისველი, ქვემო ბოლნისი, სამწევრისი, ნახიდური, ცურტავი, ფარიზი, დაბა თამარისი, ვანათი, კიანეთი, მამხუტი.