საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი დაცარიელდა
იარლიყები: დაცარიელება blanking
113.249.56.166-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{მმ}}
{{ინფოდაფა ქვეყანა2
|ვირტუალური სახელმწიფო =
|სრული სახელი = საქართველო
{{lang-ab|Қырҭтәыла}}
|მშობლიური სახელი =
|სახელი = საქართველო
|დროშა = Flag of Georgia.svg
|გერბი = Greater coat of arms of Georgia.svg
|ეროვნული დევიზი = ძალა ერთობაშია
|დევიზი ქართულად =
|ეროვნული ჰიმნი = [[საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი]]
'''„თავისუფლება“'''

[[ფაილი:Tavisupleba vocal.ogg]]
|სამეფო ჰიმნი =
|სხვა სიმბოლოს ტიპი =
|სხვა სიმბოლო =
|რუკა = Georgia (orthographic--projection).svg
|მდებარეობის ტექსტი =
|ალტ რუკა =
|რუკის წარწერა = საქართველოს მდებარეობა მსოფლიოში
|რუკა2 =
|ალტ რუკა2 =
|რუკის წარწერა2 =
|დედაქალაქი = [[ფაილი:Tbilisi City Seal.svg|15px]] [[თბილისი]]
|latd=41
|latm=43
|latNS=N
|longd=44
|longm=47
|longEW=E
|უდიდესი ქალაქი = დედაქალაქი
|ოფიციალური ენები = [[ქართული ენა|ქართული]]
[[აფხაზური ენა|აფხაზური]] '''1''' <ref>[http://parliament.ge/ge/kanonmdebloba/constitution-of-georgia-68 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 8]</ref>
|ეროვნული ენები =
|რეგიონული ენები =
|ენების ტიპი =
|ენები =
|ქვე ენები =
|ენების ტიპი2 =
|ენები2 =
|ქვე ენები2 =
|ეთნიკური ჯგუფები = [[ქართველები]] – 86,8 %
[[აზერბაიჯანელები]] – 6,2 %
[[სომხები]] – 4,5 %
სხვა – 2,8 %
|ეთნიკური ჯგუფების წელი = 2014
|რელიგია =
|ეთნოქორონიმი = [[ქართველები|ქართველი]]
|მთავრობის ტიპი = [[საპარლამენტო სისტემა]]
|ლიდერის ტიტული1 = [[საქართველოს პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]
|ლიდერის სახელი1 = [[სალომე ზურაბიშვილი]]
|ლიდერის ტიტული2 = [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]]
|ლიდერის სახელი2 = [[მამუკა ბახტაძე]]
|ლიდერის ტიტული3 = [[საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე|პარლამენტის თავმჯდომარე]]
|ლიდერის სახელი3 = [[ირაკლი კობახიძე]]<ref>[http://rustavi2.com/ka/news/61596 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს]</ref>
|საკანონმდებლო ორგანო = [[საქართველოს პარლამენტი]]
|ზედა პალატა =
|ქვედა პალატა =
|დამოუკიდებლობის ტიპი = [[საქართველოს ისტორია|დამოუკიდებლობა]]
|დამოუკიდებლობის შენიშვნა =
|მნიშვნელოვანი მოვლენა1 = [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|რუსეთის იმპერიისგან]]
|მოვლენის თარიღი1 = 26 მაისი 1918
|მნიშვნელოვანი მოვლენა2 = [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საბჭოთა ანექსია]]
|მოვლენის თარიღი2 = 25 თებერვალი 1921
|მნიშვნელოვანი მოვლენა3 = დამოუკიდებლობა [[სსრკ]]-სგან
|მოვლენის თარიღი3 = 9 აპრილი 1991 (განაცხადა)
25 დეკემბერი 1991 (დასრულდა)
|მნიშვნელოვანი მოვლენა4 = [[საქართველოს კონსტიტუცია|კოსტიტუციის]] მიღება
|მოვლენის თარიღი4 = 24 აგვისტო 1995
|ფართობის ადგილი = 121-ე
|ფართობი = 69 700
|ფართობის შენიშვნები =
|წყლის პროცენტულობა =
|ტერიტორიის სახელიl =
|ფართობის სახელი2 =
|ფართობის მონაცემი2 =
|მოსახლეობის შეფასება = 3,718,200 კაცი<ref>{{cite web|url=http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=152&lang=eng|title=Population|publisher=|accessdate=6 October 2017}}</ref>
|მოსახლეობის შეფასების ადგილი = 131-ე
|მოსახლეობის შეფასების წელი = 2017
|მოსახლეობის აღწერა = 3 713 804 კაცი<ref name="2014 Census">{{cite web|url=http://census.ge/files/results/Census_release_ENG.pdf|title=2014 General Population Census Main Results General Information — National Statistics Office of Georgia|publisher=|accessdate=2 May 2016}}</ref>
|მოსახლეობის აღწერის წელი = 2014
|მოსახლეობის აღწერის ადგილი =
|მოსახლეობის სიმჭიდროვე = 53.5 კაცი/კმ²
|მოსახლეობის სიმჭიდროვის ადგილი = 137-ე
|წევრების რაოდენობა =
|მშპ-ის მუპ = {{nowrap|$39.70 მილიარდი<ref name="knoema.com">{{cite web |title=Georgia – Gross domestic product |url=https://knoema.com/atlas/Georgia/GDP-PPP-based |access-date=1 November 2017}}</ref>}}
|მშპ-ის მუპ-ის ადგილი = 116-ე
|მშპ-ის მუპ-ის წელი = 2017
|მშპ-ის მუპ ერთ სულ მოსახლეზე = $10,747
|მშპ-ის მუპ ერთ სულ მოსახლეზე ადგილი =
|მშპ-ის ნომინალი = {{nowrap|$14.372 მილიარდი<ref name="geost">{{cite web|title=GDP of Georgia|url=http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/nad/pres-relizi_2015_GEO.pdf|publisher=GEOSTAT|access-date=13 May 2016}}</ref>}}
|მშპ-ის ნომინალის ადგილი =
|მშპ-ის ნომინალის წელი = 2015
|მშპ-ის ნომინალი ერთ სულ მოსახლეზე = $3,863<ref name="geost"/>
|მშპ-ის ნომინალი ერთ სულ მოსახლეზე ადგილი =
|ჯინი = 40.9
|ჯინის სქოლიო = <ref name="wb-gini">{{cite web|url=http://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI?locations=GE|title=Gini Index|publisher=World Bank|accessdate=December 23, 2016}}</ref>
|ჯინის ადგილი =
|ჯინის წელი = 2014
|ჯინის ცვლილება = ზრდა
|აგი-ს წელი = 2015
|აგი = 0.754
|აგი-ს ცვლილება = ზრდა
|აგი-ს ადგილი = 76-ე
|აგი-ს სქოლიო =<ref name="HDI">{{cite web|url=http://hdr.undp.org/sites/default/files/hdr_2015_statistical_annex.pdf|title=2015 Human Development Report|date=2015|accessdate=15 December 2015|publisher=United Nations Development Programme}}</ref>
|ვალუტა = [[ფაილი:Sign of Georgian Lari.svg|link=ლ|15px]] [[ლარი]] '''4'''
|ვალუტის კოდი = GEL
|სასაათო სარტყელი = [[UTC+04:00]]<ref>საქართველო გადავიდა UTC+4 ზონიდან UTC+3 ზონაში [[2004]] წლის 27 ივნისს, მაგრამ დაუბრუნდა UTC+4 ზონას [[2005]] წლის 27 მარტს[http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/3843511.stm][http://www.timeanddate.com/worldclock/timezone.html?n=371].</ref>
|UTC-ის გადაწევა =
|სასაათო სარტყელი DST =
|UTC-ის გადაწევა DST-ზე =
|DST-ის შენიშვნა =
|ანტიპოდები =
|თარიღის ფორმატი =
|მოძრაობის მიმართულება = მარჯვენა
|ქვეყნის ზედა დონის დომენი = [[.ge]]
|ISO 3166 კოდი = GEO
|სატელეფონო კოდი = [[სატელეფონო ნომრები საქართველოში|+995]]
|რუკა3 =
|ალტ რუკა3 =
|შენიშვნა ა = '''1'''აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე [[აფხაზური ენა]].
|შენიშვნა ბ = '''2'''მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
'''3'''დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
'''4'''რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია [[რუსული რუბლი]].

'''საქართველო''' ({{lang-ab|Қырҭтәыла}}) — სახელმწიფო [[ევრაზია]]ში, [[კავკასია]]ში, [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან [[რუსეთი]], სამხრეთიდან [[თურქეთი]] და [[სომხეთი]], და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან [[აზერბაიჯანი]]. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და [[დასავლეთი აზია|დასავლეთ აზიის]] გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული [[ქვის ხანა|ქვის ხანიდან]] მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები [[კოლხეთი]] და [[იბერია]], რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. [[ქრისტიანობა]] გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ [[XV საუკუნე]]ში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. [[რუსეთის იმპერია|იმპერიულმა რუსეთმა]] ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. [[დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია|რუსეთის რევოლუციის]] შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]] (1918-21) [[ბოლშევიკები]]ს მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან [[საბჭოთა კავშირი]]ს ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი [[ვარდების რევოლუცია|ვარდების (უსისხლო) რევოლუციით]] ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოში]] გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ [[რუსეთი|რუსეთთან]] ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი [[დემოკრატია]]ა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო [[რესპუბლიკა]]. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის [[გაერო]]ს, [[ევროპის საბჭო]]ს, [[სუამი]]ს, [[მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია|მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა]] და [[შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია|შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის]]. საქართველო ასევე მიისწრაფვის [[ევროკავშირი|ევროპის კავშირში]] ინტეგრაციასა და [[ნატო (ორგანიზაცია)|ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში]] გაწევრიანებას.

== სახელწოდება ==
{{მთავარი|საქართველოს სახელწოდება}}
ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. [[1918]]-[[1921]] წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, [[1990]]-[[1995]] წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის საერთაშორისო კოდია GE.

== ისტორია ==
{{მთავარი|საქართველოს ისტორია}}
=== უახლესი ისტორია ===
{{მიკერძოებული}}

==== დამოუკიდებლობის აღდგენა ====
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
[[1990]] წლის [[28 ოქტომბერი|28 ოქტომბერს]] საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: [[გამსახურდია, ზვიად|ზვიად გამსახურდია]]). იმავე წლის [[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]], საქართველოს ახლადარჩეული [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|უზენაესი საბჭოს]] პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

[[1991]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, [[1991]] წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს [[აშშ]]-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით <ref>[https://www.congress.gov/bill/102nd-congress/senate-resolution/94/text S.Res.94 - A resolution commemorating the two-year anniversary of the Soviet crackdown in Tbilisi, Georgia, on April 9, 1989, and urging the Soviet Union to recognize the will of the Georgian people and the legitimacy of the March 31, 1991, referendum.]</ref> ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

==== სამხედრო გადატრიალება ====
[[1991]] წლის [[26 მაისი]]ს პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, [[1991]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბრიდან]] თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა [[1992]] წლის [[6 იანვარი|6 იანვარს]] პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა [[საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭო]], რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო“-ს (თავმჯდომარე: [[შევარდნაძე, ედუარდ|ე. შევარდნაძე]]).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ [[1988]] წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება ([[1989]]-[[1993]]) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). [[1993]] წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა [[1993]] წლის [[31 დეკემბერი|31 დეკემბერს]].

==== ვარდების რევოლუცია — შევარდნაძის გადადგომა ====
{{მთავარი|ვარდების რევოლუცია}}
[[2003]] წლის [[2 ნოემბერი|2 ნოემბრის]] საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, [[მიხეილ სააკაშვილი]]ს მეთაურობით მოახდინა „[[ვარდების რევოლუცია]]“, რამაც [[2003]] წლის [[23 ნოემბერი|23 ნოემბრის]] შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.

==== საპროტესტო მოძრაობა ====
{{მთავარი|საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007)}}
[[ფაილი:Tbilisi Protests 021107 (aerial).jpg|thumb|250px|2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.]]
2007 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა მინისტრმა [[ირაკლი ოქრუაშვილი|ირაკლი ოქრუაშვილმა]] სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს, რასაც ოქრუაშვილის დაპატიმრება მოჰყვა 2007 წლის 27 სექტემბერს; ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა, ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით — „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. 2 ნოემბერს, გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ, [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია, შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია [[იმედი (ტელეკომპანია)|იმედში]] და დახურა ეს არხი.[[8]] [[ნოემბერი|ნოემბერს]], სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. [[2008]] წლის [[5]] [[იანვარი|იანვარს]] გამართულ არჩევნებში, ხმათა 52%-ით გაიმარჯვა [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]], ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59%-ით გაიმარჯვა [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ]].

==== საქართველო-რუსეთის ომი ====
{{მთავარი|რუსეთ-საქართველოს ომი (2008)}}
2008 წლის აგვისტოში [[რუსეთი|რუსეთმა]] საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა, მოტივით ''სამხრეთ ოსეთის'' მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. ამ ომის შედეგად საქართველომ ''ზემო აფხაზეთად'' წოდებული [[კოდორის ხეობა]], [[ლიახვის ხეობა]] და [[ახალგორის მუნიციპალიტეტი|ახალგორის რაიონი]] დაკარგა.

==== 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ====
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|საპარლამენტო არჩევნები]] ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა კოალიცია [[ქართული ოცნება|ქართულმა ოცნებამ]], რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი [[ბიძინა ივანიშვილი]]. იმ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 54%-ის მიღება მოახერხა და უკან ჩამოიტოვა [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]], რომელიც საქართველოს სათავეში [[2004]]-[[2012]] წლებში იყო.

==== 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ====
2013 წელს საქართველოში [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)|საპრეზიდენტო არჩევნები]] ჩატარდა, რომელშიც [[ქართული ოცნება|ქართული ოცნების]] კანდიდატმა, [[გიორგი მარგველაშვილი|გიორგი მარგველაშვილმა]] გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მარგველაშვილი საქართველოს რიგით მე-4 [[პრეზიდენტი]] გახდა და ჩაანაცვლა [[მიხეილ სააკაშვილი]], რომელიც საქართველოს პრეზიდენტი [[2004]]-[[2007]] და [[2008]]-[[2013]] წლებში იყო.

== გეოგრაფია ==
{{მთავარი|საქართველოს გეოგრაფია}}
[[ფაილი:Georgia physical map.png|thumb|250px|left|საქართველოს ფიზიკური რუკა]]
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, [[კავკასია]]ში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება [[შავი ზღვა]], ჩრდილოეთით — [[რუსეთის ფედერაცია]], სამხრეთ-აღმოსავლეთით — [[აზერბაიჯანი]], სამხრეთით — [[სომხეთი]] და [[თურქეთი]].

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი [[აბრეშუმის გზა]].

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო [[ბოსფორის სრუტე|ბოსფორისა]] და [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] [[სრუტე]]ებით - [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზის ქვეყნებს; [[გიბრალტარის სრუტე|გიბრალტარის სრუტით]] შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე [[დუნაი]]ს მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.

=== ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ===
გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და [[ჰიმალაი|ჰიმალაის მთიანეთს]].

ცნობილია, რომ [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკულ]] და [[ზომიერი სარტყლები|ზომიერ]] კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს]], რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

=== ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ===
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს [[სამხრეთი კავკასია|სამხრეთ კავკასიის]] სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.

საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
* ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს [[ყუმა-მანიჩის ღრმული|ყუმა-მანიჩის ღრმულზე]] გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
* ბ) ძვ. წ. V საუკუნეში მცხოვრები ბერძენი [[ისტორია|ისტორიკოსი]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფი]] [[ჰეროდოტე]] ევროპასა და აზიას შორის საზღვარს [[მდინარე]]ებზე — [[რიონი|რიონსა]] და [[მტკვარი|მტკვარზე]] ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი [[ევროპა]]ში ხვდება, ნაწილი კი — [[აზია]]ში.
* გ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს,[[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ ([[თურქეთი|თურქეთთან]] და [[ირანი|ირანთან]]), მაშინ საქართველო და მთლიანად [[კავკასია]] ევროპაში ხვდება.
* დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]] ჭარბობს (კავკასიის [[ბუნება]] ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
* ე) ისტორიის, ტრადიციებისა და [[რელიგია|რელიგიის]] გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
* ვ) თუ საზღვრებს [[კლიმატი|კლიმატური]] თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ [[მოსკოვი]]ს გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

* '''ტერიტორია''': ქვეყნის ფართობი შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.

* '''ბუნება''': ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან [[კავკასიონი]]ს მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა [[შხარა]] 5068 მ, უდაბლესი წერტილი — [[შავი ზღვა]] (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები — [[მტკვარი]] და [[რიონი]].

* '''ბუნებრივი რესურსები''': [[ტყე]]ები, [[ჰიდროენერგია]], [[მანგანუმი]], [[რკინის მადანი]], [[სპილენძი]], [[ქვანახშირი]]ს და [[ნავთობი]]ს მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
'''საწვავი'''
* ნავთობი — სამგორ-[[პატარძეული]], [[თბილისი]]ს მიდამოები, [[სუფსა]]
* ნახშირი — [[ტყიბული]], [[ტყვარჩელი]]
* მურანახშირი — [[ახალციხე]]
* ტორფი — [[კოლხეთის დაბლობი]], [[ფოთი]]ს მიდამოები
'''ლითონები'''
* რკინა — [[ქვემო ქართლი]] ([[ბოლნისი]])
* მანგანუმი — [[ჭიათურა]]
* სპილენძი — [[ბოლნისი]]
* ტყვია-თუთია — ბოლნისი
* ტყვია-თუთია-ბარიტი — ბოლნისი
* დარიშხანი — [[სვანეთი]], [[რაჭა]]
* ვერცხლისწყალი — რაჭა, [[აფხაზეთი]]
'''საშენი და სხვა მასალა'''
* საცემენტე მასალა — [[კასპი]]
* თაბაშირი — [[სამეგრელო]], [[ახალციხე]]
* მარმარილო — [[კახეთი]], [[აფხაზეთი]]
* ტუფი — [[ბოლნისი]], [[იმერეთი]], [[შიდა ქართლი]]
'''მინერალური წყლები და სხვა'''
* მინერალური წყლები — თითქმის ყველა რეგიონში ([[ბორჯომის ხეობა]], [[საირმე]], [[ნაბეღლავი]], [[ზვარე]])
* თერმული წყლები — სამეგრელო ([[მენჯი]]), იმერეთი ([[წყალტუბო]], [[სულორი (კურორტი)|სულორი]])
* სამკურნალო ტალახი — [[ახტალა]] (კახეთი)

=== საქართველოს საზღვრები ===
სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა [[ლესელიძე (გაგრის მუნიციპალიტეტი)|ლესელიძესთან]] იწყება. შემდგომ იგი მიუყვება [[ფსოუ]]ს, რომელიც სათავეს მთა [[აგეფსთა (მთა)|აგეფსთასთან]] იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს]]. მთა [[ვაციკფარსი]]დან მთა [[შავიკლდე]]მდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]] და [[გვერდითი ქედი|გვერდით ქედზე]]. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა [[ტინოვროსო]]დან, ეშვება [[ალაზნის ველი|ალაზნის ველზე]], მიუყვება მდინარე [[ალაზანი|ალაზანს]], ვიდრე 1 კმ არ დარჩება [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავთან]] მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება [[შავი ზღვა|შავ ზღვასთან]], სოფელ [[სარფი]]ს მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს [[ლაზისტანის ქედი]]ს ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება [[შავშეთის ქედი|შავშეთის]] და კვლავ კვეთს [[არსიანის ქედი|არსიანის ქედს]], ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, [[ლოქის ქედი|ლოქის ქედს]], მდინარე [[მტკვარი|მტკვარს]] და [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანს]].

=== ფლორა და ფაუნა ===
{{მთავარი|საქართველოს ფლორა|საქართველოს ფაუნა}}
[[ფაილი:Sheep (NE Georgia).jpg|thumb|200px|[[ცხვარი|ცხვრის]] ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში]]
საქართველოს [[მცენარე]]თა სამყარო ([[ფლორა (მცენარეები)|ფლორა]]) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეთა]] რიცხვს მიეკუთვნება, 75 — [[გვიმრები|გვიმრისებურს]], 600 — [[ხავსები|ხავსებს]], 650 — [[მღიერები|მღიერებს]], 5000 — [[სოკო]]ვნებსა და 2000 — [[წყალმცენარეები|წყალმცენარეებს]].

საქართველოს [[ცხოველები|ცხოველთა]] სამყარო ([[ფაუნა]]) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია [[ძუძუმწოვრები]]ს 100-მდე, [[ფრინველები]]ს 330-ზე მეტი, [[ქვეწარმავლები]]ს 48, [[ამფიბიები]]ს 11, [[თევზები]]ს 160-მდე და [[უხერხემლოები|უხერხემლო ცხოველების]] ათასობით სახეობა.

== სახელმწიფო ==
[[ფაილი:Road Map of Georgia (ka).svg|thumb|350px|right|საქართველოს გზები]]
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია [[საქართველოს პრეზიდენტები|პრეზიდენტი]], რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. 2018 წლის [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2018)|საპრეზიდენტო არჩევნების]] შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს [[საქართველოს პრემიერ-მინისტრები|პრემიერ-მინისტრი]]. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

* '''დედაქალაქი''': [[თბილისი]].
* '''სახელმწიფო ენა''': [[ქართული ენა|ქართული]], აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე [[აფხაზური ენა|აფხაზური]].
* '''ეროვნული დღესასწაული''': [[26 მაისი]] – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე ([[1991]] წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]], საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 70-წლიანი ყოფნის შემდეგ, იმავე წლის [[31 მარტი]]ს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ]] მიიღო [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]), [[9 აპრილი]] – საქართველოს ეროვნული ერთიანობის და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, [[14 აპრილი]] – [[თბილისის დემონსტრაციები (1978)|დედაენის დღე]].
* ''' ძირითადი პოლიტიკური პარტიები''' (ანბანურ რიგზე):
: [[გირჩი (პოლიტიკური პარტია)|გირჩი]]
: [[ევროპული საქართველო]]
: [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]]
: [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]]
: [[ეროვნული ფორუმი]]
: [[თავისუფალი დემოკრატები]]
: [[თავისუფალი საქართველო (პარტია)|თავისუფალი საქართველო]]
: [[მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს]]
: [[დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო]]
: [[საქართველოს მწვანეთა პარტია]]
: [[საქართველოს კონსერვატიული პარტია]]
: [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]]
: [[საქართველოს პატრიოტთა ალიანსი]]
: [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია]]
: [[სახელმწიფო ხალხისთვის]]
: [[სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის]]
: [[ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო]]

== შეიარაღებული ძალები ==
{{მთავარი|საქართველოს შეიარაღებული ძალები}}
[[2007]] წლის მონაცემებით ქვეყნის [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებში]] ირიცხებოდა 37 000-მდე სამხედრო მოსამსახურე. [[სახმელეთო ჯარები]] (35 000), [[საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები|სამხედრო-საჰაერო ძალები]] (1300), [[სამხედრო-საზღვაო ძალები]] (400). რეზერვში ირიცხებოდა 60 000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე [[ტანკი]], 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და [[ნაღმსატყორცნი]], 80-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 15 [[თვითმფრინავი]] და 50 [[შვეულმფრენი]], (ასევე 40 ერთეული [[უპილოტო საფრენი აპარატი]]), 25 [[საპატრულო კატარღა]] და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით — სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.

== ტერიტორიული მოწყობა ==
{{მთავარი|საქართველოს ტერიტორიული მოწყობა}}
დღევანდელი ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 [[ავტონომიური რესპუბლიკა]]: [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარისა]] და [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის]]. ეს უკანასკნელი ოკუპირებულია [[რუსეთი]]ს მიერ. ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია დაყოფილია პირობით მხარეებად, რომლებიც მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქართველოს ისტორიულ მხარეებს, თუმცა მხარეებს იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ. [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველადი ერთეულია [[მუნიციპალიტეტი]]. სულ 76 მუნიციპალიტეტია, აქედან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) <ref>[http://nala.ge/self_menage/ თვითმმართველი ქალაქები]</ref>.ეს დაყოფა პირობითია და სასოფლო და საქალაქო მუნიციპალიტეტებს შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს დედაქალაქ თბილისსაც.

{| class="wikitable" border="10" cellpadding="10" cellspacing="10"

! colspan="3" background: #8B864E | საქართველოს რეგიონები

| colspan="3" align="center" |

{{სურათის წარწერა დაიწყე|სურათი=Georgia.svg|width={{{width|500}}}|float=right}}

{{სურათის წარწერა მცირე|x=0.16|y=0.11|scale={{{width|500}}}|text= [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთი]]}}

{{სურათის წარწერა მცირე|x=0.41|y=0.19|scale={{{width|500}}}|text=[[რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.815|y=0.37|scale={{{width|500}}}|text=[[კახეთის მხარე|კახეთი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.665|y=0.25|scale={{{width|500}}}|text=[[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-
მთიანეთი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.615|y=0.425|scale={{{width|500}}}|text=[[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.562|y=0.30|scale={{{width|500}}}|text=[[შიდა ქართლის მხარე|შიდა
ქართლი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.465|y=0.4|scale={{{width|500}}}|text=[[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-
ჯავახეთი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.415|y=0.295|scale={{{width|500}}}|text=[[იმერეთის მხარე|იმერეთი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.265|y=0.24|scale={{{width|500}}}|text=[[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო და
ზემო სვანეთი]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.31|y=0.33|scale={{{width|500}}}|text=[[გურიის მხარე|გურია]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.310|y=0.395|scale={{{width|500}}}|text=[[აჭარა]] }}

{{სურათის წარწერა მცირე|x=0.1|y=0.3|scale={{{width|500}}}|text=''[[შავი ზღვა|შავი ზღვა]]''}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.55|y=0.09|scale={{{width|500}}}|text=''[[რუსეთი|რუსეთის ფედერაცია]]''}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.30|y=0.5|scale={{{width|500}}}|text=''[[თურქეთი|თურქეთი]]''}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.62|y=0.52|scale={{{width|500}}}|text=''[[სომხეთი|სომხეთი]]''}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.82|y=0.515|scale={{{width|500}}}|text=''[[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანი]]''}}

{{სურათის წარწერა|x=0.705|y=0.350|scale={{{width|500}}}|text=[[თბილისი|•]]}}
{{სურათის წარწერა მცირე|x=0.70|y=0.365|scale={{{width|500}}}|text=[[თბილისი]]}}
{{სურათის წარწერა ბოლო}}

| ''№'' || ''რეგიონი'' || ''ცენტრი''

| 1 || [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის არ]] || [[სოხუმი]]

| 2 || [[სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელოს და ზემო სვანეთის]] || [[ზუგდიდი]]

| 3 || [[გურიის მხარე|გურია]] || [[ოზურგეთი]]

| 4 || [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის არ]] || [[ბათუმი]]

| 5 || [[რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი]] || [[ამბროლაური]]

| 6 || [[იმერეთის მხარე|იმერეთი]] || [[ქუთაისი]]

| 7 || [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთი]] || [[ახალციხე]]

| 8 || [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლი]] || [[გორი]]

| 9 || [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთი]] || [[მცხეთა]]

| 10 || [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლი]] || [[რუსთავი]]

| 11 || [[კახეთის მხარე|კახეთი]] || [[თელავი]]

== დემოგრაფია ==
{{მთავარი|საქართველოს დემოგრაფია}}
[[ფაილი:საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე (2014).svg|275px|მინი|საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე]]
ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. [[პავლე ინგოროყვა]]ს ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი.<ref>''ინგოროყვა პ.'' „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ გვ. 16-17 – თბილისი, 1990</ref> საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|პირველი რესპუბლიკის]] წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში [[1926]] წელს ჩატარდა, უკანასკნელი [[1989]] წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.

{| class="wikitable" style="text-align:right"

! აღწერის წელი !! მოსახლეობა !! კაცი !! ქალი

| [[სსრკ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1926|1926]] || 2 677 200 || ||

| [[სსრკ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1939|1939]] || {{ზრდა}} 3 540 000 || ||

| [[სსრკ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1959|1959]] || {{ზრდა}} 4 044 045 || ||

| [[სსრკ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1970|1970]] || {{ზრდა}} 4 686 358|| ||

| [[სსრკ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1979|1979]] || {{ზრდა}} 5 014 800 || ||

| [[სსრკ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1989|1989]] || {{ზრდა}} 5 400 800 || ||

| [[საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002|2002]] || {{კლება}} 4 601 500 || ||

| [[საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014|2014]] || {{კლება}} 3 787 000|| ||

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და [[ემიგრაცია]]მ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანასკნელი, [[2014]] წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს.

===ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა===
რაც შეეხება საკუთრივ [[ქართველები]]ს რაოდენობას, ის იზრდებოდა XIX საუკუნიდან მოყოლებული, თუმცა 1940 წლამდე მცირდებოდა მისი წილი მთლიან მოსახლეობაში. მინიმალურ ნიშნულს მან მიაღწია 1939 წელს, როცა ქართველები მოსახლეობის 61,4%-ს შეადგენდნენ. ქართველების წლიური საშუალო მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა 1959 წლის აღწერამ. ეს გამოწვეული იყო [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ქართველთა დიდი მსხვერპლით. ომმა 300 000 ქართველი შეიწირა, ასევე 1944 წელს ე. წ. [[თურქი მესხები]]ს საქართველოდან გასახლებით. დეპორტირებულთა შორის 69869 ადამიანს ითვლიან. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4 %-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. XVIII-XX საუკუნეებში საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ეთნიკურ უმცირესობას [[სომხები]] წარმოადგენდნენ. 1800 წელს სომხები მთლიანი მოსახლეობის 4%-ს შეადგენდნენ, 1926 წელს შეადგინეს 11%. ამის შემდეგ XX საუკუნის განმავლობაში სომხური მოსახლეობის წილის შემცირება შეინიშნება, რაც განპირობებული იყო მათი მიგრაციით რუსეთსა და სომხეთში. აფხაზების წილის მოსახლეობაში მერყეობდა 1,5-დან 6%-მდე, ოსებისა კი 3-4%-ს შორის. XXI საუკუნეში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა [[აზერბაიჯანელები]]ა.

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ასეთია: [[ქართველები]] — 86,8 % {{ზრდა}}, [[აზერბაიჯანელები]] — 6,3 % {{კლება}}, [[სომხები]] — 4,5 % {{კლება}}, [[რუსები]] — 0,7 % {{კლება}}, [[ოსები]] — 0,4 % {{კლება}}, [[იეზიდები]] — 0,3 % {{კლება}}, [[უკრაინელები]] — 0,2 % {{უცვლელი}}, [[ქისტები]] — 0,2 % {{უცვლელი}}, [[ბერძნები]] — 0,1 % {{კლება}}, [[ასირიელები]] — 0,1 %, სხვა 0,4 %;

* '''რელიგიური შემადგენლობა''' (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ქრისტიანები]] — 84,00 %, [[ისლამი|მუსლიმანები]] — 9,9 %, [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომეხი გრიგორიანელები]] — 3,9 %, [[კათოლიციზმი|კათოლიკეები]] — 0,8 %, [[იეზიდიზმი|იეზიდები]] – 0,4 %, [[იუდაიზმი|იუდეველები]] — 0,1 %, [[აღმოსავლეთის ასურული ეკლესია|ნესტერიანელები]] – 0,1 % და სხვები.

(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ქრისტიანები]] — 83,4 % {{კლება}}, [[ისლამი|მუსლიმანები]] — 10,7 % {{ზრდა}}, [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომეხი გრიგორიანელები]] — 2,9 % {{კლება}}, [[კათოლიციზმი|კათოლიკეები]] — 0,5 % {{კლება}}, [[იეჰოვას მოწმეები]] – 0,3 %, [[იეზიდიზმი|იეზიდები]] – 0,2 % {{კლება}}, [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტები]] — 0,1 %, [[იუდაიზმი|იუდეველები]] — 0,0 % {{კლება}}, სხვა – 0,0 %, [[ათეიზმი|ათეისტები]] – 0,5 %.

===ურბანიზაცია===
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5%-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2%-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6% ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1%.

დიდი ქალაქებია: [[თბილისი]] — 1 118 300, [[ბათუმი]] — 152 839, [[ქუთაისი]] — 147 635, [[რუსთავი]] — 125 103, [[სოხუმი]] — 64 441, [[გორი]] — 49 700, [[ზუგდიდი]] — 42 998, [[ფოთი]] — 41 465, [[ცხინვალი]] — 30 432.

{{საქართველოს ქალაქების მოსახლეობა}}
{{clear}}

== ეკონომიკა ==
{{მთავარი|საქართველოს ეკონომიკა}}
{{საქართველოს ეკონომიკის ცხრილი}}
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

{{ასევე|[[ქართული კომპანიები და ორგანიზაციები]]}}

=== საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები ===
{{იხილეთ|საქართველოს ბანკების სია}}
დიდი მამულიშვილი, [[ილია ჭავჭავაძე]], [[საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი]]ს ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ [[1883]] წლიდან გაზეთ „[[ივერია (გაზეთი)|ივერიაში“]] აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში — შინაური მიმოხილვა). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:
* [[საქართველოს ბანკების ასოციაცია]]
* [[ბანკი ქართუ]]
* [[ბაზისბანკი]]
* [[ბანკი რესპუბლიკა]] (ჯგუფი [[სოსიეტე ჟენერალი]])
* [[ვითიბი]] (ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი)
* [[თიბისი ბანკი]]
* [[პროკრედიტბანკი]]
* [[საქართველოს ბანკი]]
* [[ლიბერთი ბანკი]] (ყოფილი სახალხო ბანკი)
* [[სილქ როუდ ბანკი]]
* [[კორ სტანდარტ ბანკი]]

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:
* [[განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი]]

დაზღვევის სისტემა:
* [[დაზღვევის ასოციაცია]]
* [[ალდაგი-ბი-სი-აი]]
* [[ჯი-პი-აი ჰოლდინგი]]

სახელმწიფო ინსტიტუტები:
* [[საქართველოს ფინანსთა სამინისტრო]]
* [[საქართველოს ეროვნული ბანკი]]

== განათლება ==
[[ფაილი:Shota Rustaveli.jpg|thumb|120px|შოთა რუსთაველი]]
უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:
* [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]
* [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი]]
* [[თბილისის კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია]]
* [[კავკასიის უნივერსიტეტი]]
* [[კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი]]
* [[შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი]]
* [[ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი|საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი]]
* [[თავისუფალი უნივერსიტეტი]]
* [[საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი]]

== კულტურა ==
{{მთავარი|საქართველოს კულტურა}}
* '''არქიტექტურა''': ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
* '''ლიტერატურა''': ქართული ეპოსი — [[ვეფხისტყაოსანი]] ([[შოთა რუსთაველი]], XIII ს.).
* '''თეატრი''': ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
* '''კულტურის თავისებურებები''': პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

=== არქიტექტურა ===
[[ფაილი:Svanetiskt torn.jpg|thumb|200px|[[სვანური კოშკი]]]]
ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

=== სამზარეულო და სუფრის ტრადიციები ===
[[ფაილი:Georgian Cuisine Collage.png|thumb|left|250px|ქართული ტრადიციული სამზარეულო]]
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად [[ხორბალი|ხორბლის]] პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი — [[ქერი]]ს ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას [[სიმინდი]] ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც [[მჭადი]] (იმერეთი, გურია) ან [[ღომი]] (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად [[სულგუნი]] და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი — [[გუდის ყველი]].

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია [[ლობიო]], [[ხაჭაპური]], [[ხინკალი]], თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში [[ღვინო]]ა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს [[არაყი]] და [[ლუდი]] ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს კულტურა 1921-1941 წლებში]]

== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.president.gov.ge/ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი]
* [http://www.parliament.ge საქართველოს პარლამენტი]
* [http://www.mfa.gov.ge/ საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი]
* [http://civil.ge/geo/ Civil.ge — საქართველოს პოლიტიკური სიახლეების მაცნე]
* [http://internet.ge Internet.ge]
* [http://weather.ge/ ამინდი საქართველოში]
* [http://www.apsny.ge Грузия online — ახალი ამბები და ანალიტიკური მასალები] {{Ru icon}}
* [https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gg.html CIA World Factbook] {{en icon}}
* [http://www.caucaz.com/home_uk Caucaz.com — ყოველკვირეული სტატიები და რეპორტაჟები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის შესახებ] {{en icon}}{{fr}}{{de}}
* [http://geo.allgeo.org საქართველოს შესახებ ოთხ ენაზე: ახალი ამბები, ისტორია, კულტურა, აუდიო-ვიდეოთეკა, ფორუმი და სხვა]
* [http://www.teflis.com/ TEFLIS.COM ] ყოველდღიური საინფორმაციო საიტი სპარსულ ენაზე.

{{commons}}
{{ვიქსიკონი}}

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}

{{გეოგრაფიული მდებარეობა
|ცენტრი = {{GEO}}
|ჩრდილოეთი = {{RUS}}
|ჩრდილო-აღმოსავლეთი =
|აღმოსავლეთი = {{AZE}}
|სამხრეთ-აღმოსავლეთი =
|სამხრეთი = {{TUR}} {{ARM}}
|სამხრეთ-დასავლეთი =
|დასავლეთი = [[შავი ზღვა]]
|ჩრდილო-დასავლეთი =

{{სუუამის ქვეყნები}}
{{ბისეკი}}
{{ევროპის ქვეყნები}}
{{აზიის ქვეყნები}}
{{კავკასიის ქვეყნები და რეგიონები}}
{{პორტალი საქართველო}}

[[კატეგორია:საქართველო|*]]
[[კატეგორია:ევროპის ქვეყნები]]
[[კატეგორია:აზიის ქვეყნები]]
[[კატეგორია:გაეროს წევრი სახელმწიფოები]]
[[კატეგორია:სუამის წევრი ქვეყნები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საქართველო“-დან