ვარლამ რუხაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
| სქოლიო =
}}
'''ვარლამ რუხაძე''' (დ. [[5 ნოემბერი]], [[1874]], [[ქუტირი]] დ. [[23 ოქტომბერი]], [[1935]]) — ქართველი მწერალი და მთარგმნელი. ლექსებს ბეჭდავდა „[[კვალი (გაზეთი)|კვალში]]“, „[[მოამბე|მოამბეში]]“, „[[თანამედროვე აზრი|თანამედროვე აზრში]]“ და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. [[1898]]-[[1899]] წლებში გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი „ლექსები და მოთხრობები“, რომლებიც [[1902]] წელს აკრძალა [[ცენზურა]]მ. მისი კრებულებია: „[[ცისკარი]]“ ([[1904]]წელს), „[[თაიგული]]“ ([[1910]]წელს), „[[ზღაპრები და არაკები]]“ ([[1916]]წელს), „[[ცხოვრების ყვავილები]]“ ([[1919]]წელს), „[[რჩეული ლექსები]]“ ([[1931]]წელს). წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს [[ალექსანდრე პუშკინი|ა. პუშკინის]] პოემები.
 
დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. [[1919]] წლის [[12 იანვარი|12 იანვარს]] გაზეთ „[[ერთობა (გაზეთი)|ერთობამ]]“ გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას). მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის [[იასე რაჭველი]]ს ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე „საღამო სოსიას ღელე“ ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_რუხაძე“-დან